ნიკოლოზ რურუა: „ეს სწორედ ისაა, რაც რუსეთს ჩვენგან უნდა: ჩვენი ფსევდო "პრო-ქართველობა"...
საზოგადოება - 11:12, 23 Dec, 2014     1725

ნიკოლოზ რურუა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მაესტროდან ჟურნალისტების გამოშვების შესახებ შემდეგ განცხადებას აკეთებს.


ნიკოლოზ რურუა: „მაესტროს" ჟურნალისტების სამსახურიდან მასობრივი გამოშვების ერთ-ერთ მიზეზად ამ არხის ახალი იდეოლოგიის - "პროქართული" იდეოლოგიის - დანერგვა მოიშველია არხის მფლობელმა.

მინდა მკაფიოდ განვმარტო ტერმინი "პროქართული" ელემენტარული კრიტიკული აზროვნების მოშველიებით.

რუსებს საბჭოთა დროიდან დიპლომატიაში ჰქონდათ ასეთი ფანდი - ისინი მოწინააღმდეგეს იმას აბრალებდნენ, რასაც თვითონვე აშავებდნენ, და ამით მსოფლიოს ეუბნებოდნენ, რომ "მე თუ ცუდი ვარ, ისიც ჩემნაირია. ყოველშემთხვევაში, ბევრად უკეთესი არაა". ანუ, იმას ვერ ბედავდნენ, რომ ეთქვად, რომ ჩვენ უკეთესი ხალხი ვართ და ამიტომ თავისუფალ სამყაროს მაქსიმალურად 'იახლოვებდნენ' სიცუდეში ცილისწამების კამპანიებით.

დღევანდელ საქართველოშიც, როდესაც მესმის სიტყვა "პროქართული", ყურში ჩამძახის მისი კონოტაციაც, რას სიტყვასიტყვით ასე იშიფრება: "მე არც რუსეთი მინდა და არც დასავლეთი. მე პრო-ქართველი ვარ" - ვითომ რუსეთი და დასავლეთი (ევროპა-ამერიკა) იგივე იყოს, რაც რუსეთია. ეს ფანდიც ძველი საბჭოთა ზემოთმოყვანილი ფანდის მახინჯი მუტაციაა.

სინამდვილეში ეს სწორედ ისაა, რაც რუსეთს ჩვენგან უნდა: ჩვენი ფსევდო "პრო-ქართველობა", რაც ერთად ერთ რამეს - დასავლეთის ჩვენგან გაუცხოებას ისახავს მიზნად და გულისხმობს. ამიტომ ეს ყბადაღებული "პრო-ქართველობა" სინამდვილეში ერთ რამეს ნიშნავს - პრორუსულობას.

და იცოდეთ, რომ ყველა, ვინც "პროქართველობას" დაიბრალებს ხმამაღლა, ის სინამდვილეში პრორუსია და პუტინზე მუშაობს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42