სკანდალი ომბუდსმენის აპარატში - "ციხეებზე კონტროლი კიდევ უფრო ვიწროვდება"
საზოგადოება - 10:40, 23 Dec, 2014     1961

სახალხო დამცველის აპარატთან არსებული, ციხეების მონიტორინგის ჯგუფი, ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ვაჭარაძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა დატოვა.

ამის შესახებ ვაჭარაძე „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებს არ ეძლევათ საშუალება ისარგებლონ კანონით მონიჭებული უფლებით და შევიდნენ ციხეებში.

„ციხის მონიტორინგის ჯგუფი დავტოვე მე და კიდევ სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანმა. გუშინ სახალხო დამცველს პირადად ვუთხარი ამის შესახებ და ახლა შემიძლია საჯაროდაც დავწერო.

სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებს არ გვეძლევა საშუალება ვისარგებლოთ კანონით მონიჭებული უფლებით და შევიდეთ ციხეებში. რწმუნებები კი აქვთ თურმე სამ თვიანი გამოწერილი, მაგრამ ხელში არ გვაძლევენ და ერთ ჩემ კოლეგას, საყოველთაოდ ცნობილ იურისტს საერთოდაც ხელიდან გამოგლიჯა სახალხო დამცველის თანანშრომელმა შემთხვევით მიწოდებული მისი რწმუნება - მომეცი, შენ დაგეკარგება ეს ფურცელიო. დამამცირებელი ამბავია.

რამდენიმე თვის წინ ნეტგაზეთს მივეცით ინტერვიუ ნაზი ჯანეზაშვილმა და მე, ხოლო მარიამ ჯიშკარიანმა ლიბერალს. ბატონმა კვარაცხელიამ ერთი თვის წინ მოგვწერა ჯგუფში და ეს ლინკები გამოგვიგზავნა და დაგვტუქსა უხეში, საბჭოთა ინსტრუქტორისთვის დამახასიათებელი ტონით. ინტერვიუში მე ვსაუბრობდი იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ციხის დამოუკიდებელი მონიტორინგიც არსებობდეს. კვარაცხელიას წერილი მე და სხვებმა წავიკითხეთ როგორც თავისუფალი, კრიტიკული აზრის შეზღუდვის მცდელობა და ასეც აღმოჩნდა. გუშინ გელა მთივლიშვილს გადაუარეს იმის გამო რომ მისი სააგენტო ნათია იმნაძის სასამართლო საქმეებს აშუქებდა, მაკა ჯიშკარიანს ეცნენ იმის გამო რომ ციხეში წამების ფაქტის დროულად არგახმაურებაზე ლიბერალს ინტერვიუ მისცა, ხოლო მე საჯაროდ დავიტუქსე იმის გამო რომ ვამბობ ენჯეოებს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი მონიტორინგის უფლება და ციხეში. ინფორმაცია წვდომა მხოლოდ ერთი ინსტიტუტის ექსკლუზივად არ უნდა დარჩეს და რომ ინფორმაციის მიღებასთან ერთად ჩვენ პატიმრებისთვის სოციალური მომსახურების შეთავაზებაც უნდა შეგვეძლოს.

გუშინ კიდევ გამოვიჭირეთ ეს საპატივცემულო ხალხი რამდენიმე ტყუილში: პირში რაღაცას გვეუბნებოდნენ და ზუსტად ვიცოდით რომ გვატყუებდნენ, მაგრამ მაინც შევიკავებ თავს ზედმეტი დეტალების დაწერისგან. პირველი სამი მიზეზიც სრულიად საკმარისია იქედან წამოსასვლელად.

ეს მიიღეთ ყველამ საჯარო გაფრთხილებად რომ ციხეებზე კონტროლი კიდევ უფრო ვიწროვდება.

არჩევნები მოდის, ციხე უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება და რაც ნაკლებად ცნობილი და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს ექნება წვდომა ციხესთან, ალბათ ასე უფრო ურჩევნიათ.

დარჩებიან მონიტორინგში მხოლოდ ის ხალხი ვინც მათი ნათესავია ან მეგობარი ან ახლობელი ან უბრალოდ მორჩილი და ჩუმი.

საზოგადოებრივი ინტერესები კიდევ ერთხელ დაზარალდა“, - წერს ვაჭარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42