"მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ
საზოგადოება - 21:51, 22 Dec, 2014     2393
ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები, რომლებმაც არხზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს, განცხადებას ავრცელებენ.

"ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელმაც მიიღო არხზე დარჩენის გადაწყვეტილება, ადასტურებენ, რომ არხის გენერალურმა დირექტორმა, გუშინდელ თათბირზე განაცხადა, რომ გადაცემა „ცხრიანი“ ბადიდან მოიხსნებოდა და,დიდი ალბათობით, მთავარი საინფორმაციო გამოშვება, არხზე გავიდოდა შვიდ საათზე. თათბირზე ბაია გადაბაძემ თქვა ისიც,რომ კოკა ყანდიაშვილთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება მის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც ბადეში პრაიმ-ტაიმის დროს დაიკავებდა. თათბირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი გაათავისუფლეს სამსახურიდან. დღეს სამსახურში მისულ ჟურნალისტებს გვესაუბრა არხის მენეჯმენტი და მივიღეთ გარანტია, რომ მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ცხრიანი“ ეთერში უცვლელ დროს გავა, კოკა ყანდიაშვილის არხზე მოსვლა კი საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი. იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაცემა მაინც გავა „მაესტროს“ ეთერით, ის მომზადდება დამოუკიდებელ სტუდიაში, რომელსაც არხთან არანაირი შეხება არ ექნება. დღეს კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ახალი ამბების სარედაქციო პოლიტიკა და პრიორიტეტები დარჩება უცვლელი. ესაა პირობები, რომლის გამოც ამ ეტაპზე ჩვენ არხზე დარჩენის გადაწყვეტილება მივიღეთ." - ნათქვამია განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42