რომელ ტელეკომპანიაში იწყებს მუშაობას "მაესტროდან" წამოსული ვასიკო ოდიშვილი
საზოგადოება - 18:48, 22 Dec, 2014     7131

ტელეკომპანია "მაესტრო" გადაცემა ,,ყოველდღიური აბების“ წამყვანმა ვასიკო ოდიშვილმაც დატოვა. ოდიშვილმა მის წასვლასთან დაკავშირებით განცხადება "მაესტროს" 6-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთა:


"მოგესალმებით ძვირფასო ტელემომზირლებო, თქვენ უყურებთ ყოველდღიური აბებისა და ვასიკო ოდიშვილის განცხადებას, ამჯერად მე ცოტა უჩვეულო სიტუაციაში ვარ, რადგან ჩემს მიერ გაჟღერებული ეს განცხადება იქნება სერიოზული და ეს არ იქნება ხუმრობა.

ინფორმაცია იმის შესახებ , რომ მე და ჩემი გუნდი ვაპირებდით ტელეკომპანიის დატოვებას რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. ამ ინფორმაციას ვადასტურებთ, თუმცა არხის დატოვებას „აბები“ გეგმავდა 2014 წლის 31 დეკემბერს. ანუ მას შემდეგ, რაც არხის წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას შევასრულებდით.

შექმნილი დელიკატური მდგომარეობიდან გამომდინარე, არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა დღესვე და დავტოვო არხი.

დიდ მადლობას ვუხდი ტელეკომპანია „მაესტროს“ კომფორტული თანამშრომლობისთვის, ჩვენს ერთგულ მაყურებლებს კი დავამშვიდებ და ვეტყვი, რომ "ყოველდღიური აბები" არ გაქრება ტელესივრციდან, მე ჩემს მეგობრებთან ერთად , რომლებშიც მოიაზრებიან მაესტროს პირველი დამფუძნებლები , ვგეგმავ პოლიტიკურ-სატირული ტელეკომპანიის გაკეთებას, რომელსაც დაერქმევა "აბები". ამ არხზე თქვენ იხილავთ, როგორც "ყოველდღიურ აბებს" ვასიკო ოდიშვილისგან, ასევე ბევრ სხვა საინტერესო და ორიგინალურ პროექტს, ძალიან მალე უყურეთ ახალ ტელეკომპანია "აბებს" და გააკეთეთ თქვენი პოლიტიკური დასკვნები"- განაცხადა ვასიკო ოდიშვილმა "მაესტროს" ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42