საცობებიდან განტვირთვის 7 გამოსავალი და დახურული შეხვედრა მერიაში
საზოგადოება - 15:51, 22 Dec, 2014     3639
დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საკრებულოს წარმომადგენლები, არქიტექტორები ესწრებოდნენ.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის სატრანსპორტო საცობებისგან განსატვირთად შვიდი პრიორიტეტი განისაზღვრა. ,,გადაწყდა, რომ ამპრობლემის მოგვარება გაფართოებულ რეჟიმში, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით მოხდეს“ - აღნიშნა მერმა.

თბილისის მერის განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებ შეთანხმდნენ 7 პრიორიტეტზე.

კერძოდ, ჩატარდება კვლევა, რომელიც სატრანსპორტო საცობების წარმოქმნის მიზეზებს დაადგენს;

მომავალი წლის ბიუჯეტით პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე კი საგზაო მოძრაობა გაფართოვდება;

რეგიონალური და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაასრულებს თბილისის შემოვლით გზის მშენებლობას, რათა დიდი სატრანსპორტო საშუალებებმა დედაქალაქის ტერიტორია არ გადაკვეთონ, არამედ შემოვლითი გზით ისარგებლონ;

ცალკეულ ადგილებზე დაიდგმება თანამედროვე ტიპის ელექტრონული მართვის შუქნიშნები, რომლის პირველ შედეგებს გაზაფხულზე ელოდებიან;

შესაძლოა ზოგიერთ ადგილებზე გაუქმდეს პარკირების ადგილები;

დუბლინიდან თბილისის მერია მოიწვევს ექსპერტებს, რომლებიც მოძრაობის ორგანიზების მართვის ელექტრონული სისტემის ავტორები არიან. მოხდება მათი რეკომენდაციების გათვალისწინება და ასევე ჩატარდება საინფორმაციო კამაპნია მძღოლებისთვის, თუ სად უნდა გააჩერონ ან არ გააჩერონ ავტომობილი სატრანსპორტო საცობი რომ არ გამოიწვიონ.

თბილისის მერიაში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ერთ საათზე მეტი ხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასაწყისში დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ სატრანსპორტო საცობების პრობლემის მოსაგვარებლად მერიაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც მერიის შესაბამისი სტრუქტურების გარდა, საკრებულოს, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტისა და საექსპერტო ბიუროების წარმომადგენლები შევლენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42