უძველესი ტერიტორიის განადგურების შესახებ განგაში არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ ატეხა, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიმართა, სადაც დაამშვიდეს და უთხრეს, რომ სამუშაოები შეჩერდებოდა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ სააგენტოც და გაგოშიძეც მშენებლებმა მოატყუეს.
პოსტსკრიპტუმის მიერ გადაღების დროს შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები სპეციალისტების თქმით, შუა ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება და დაახლოებით 6 ათასი წლის წინანადელი ჭურჭელია.
„ამას ჰქვია ბარბაროსობა“- აცხადებს იულონ გაგოშიძე და აღნისნავს, რომ ბერი კლდებიის დანგრევა საყდრისის დანგრევის ტოლფასია.
ბულდოზერები ბერი კლდეების ნამოსახლარზე ანადგურებენ ისტორიას, რომელიც თითქმის 6 ათას წელს ითვლის. იქ, სადაც ახლა სამშენებლო ტექნიკა მიწას თხრის, რამდენიმე თვის წინ ყორღანები იყო. ახლა ყველაფერი განადგურებულია, ისტორია წაშლილია, ძველი დიდების გადმონაშთიდან კი მხოლოდ კვალი დარჩა.
არქეოლოგები იმასაც ამბობენ, რომ არტეფაქტები ბერი კლდეების ტერიტორიაზე მესოპოტამიური ფესვების მქონე ადამიანების ცხოვრებაზე მიუთითებს.
პოსტ სკრიპტუმის მიერ გადაღებული კადრების შემდეგ, განგაში კულტურის სამინისტროშიც და ძელგთა დაცვის სააგენტოშიც გამოცხადდა, შემთხვეის ადგილზე სააგენტოს არქეოლოგები ჩავიდნენ და დაასკვენს, რომ მდგომარეობა ნამდვილად კატასტროფულია.
ამ ფაქტს ცოტნე გამსახურდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი სტატუსით გამოეხმაურა:
„უვიცობა + უპასუხისმგებლობა + სიხარბე = ქართველობას. ნერვიულობის ნერვიც აღარ არის... მავანი კიდევ გამოდის და მშიერ ხალხზე ზრუნვით ამართლებს ამ ყველაფერს!ხალხი - ჯოგური პრინციპებით ცხოვრობს, ხოლო ხელისუფლება ნაცვლად ნორმალიზაციისა ნებსით და უნებლიედ ხელს უწყობს ამ ყველაფერს! კულტურის სამინისტრო ყველაფერს იცავს გარდა კულტურისა... კიდევ და კიდევ ვრწმუნდები, რომ ჯოჯოხეთში დავიბადე და სწორედ ისე ვართ, როგორც უნდა ვიყოთ! FINE

მასალის გამოყენების პირობები






