„სალომე მე-11 კლასისი და საერთოდ, სკოლის გამორჩეული და ერთ-ერთი სანიმუშო მოსწავლეა, ვერ იპოვით სკოლაში ვერც ერთ მოსწავლეს და მასწავლებელს, რომელიც მას ცუდად დაახასიათებს.“-აცხადებს სკოლის დირექტორი
იმავე ქუჩაზე მდებარე მაღაზიის გამყიდველის თქმით „ ყველა იმას ამბობს, განსაკუთრებით ბიჭები, მასეთი წესიერი და კარგი გაზრდილი გოგო, ბევრი არ დადისო. მოძალადე 42 წლის ზნედაცემული კაცი ყოფილა“
გოგონას დედის განცხადებით, მის შვილი ფეხთან დაჭრილია და სხეულზე დაზიანებები აქვს, დედის თქმით ეთერში არასწორი ინფორმაცია გავიდა ტრაგედიის დროსთან დაკავშირებით და გოგონა 3 საათზე არ გასულა გარეთ:
„ეს არასწორი ინფორმაცია გავიდა ეთერში, ღამის 12 საათიც კი არ იყო, ბავშვი აქვე მობილურ ტელეფონზე ფულის ჩასარიცხად გავაგზავნეთ. როცა შეაგვიანდა, მამამ დაურეკა და ტელეფონი გამორთული ქონდა, მაშინვე გავედით და ეს შემზარავი სურათი ვნახეთ, დანა იმ კაცს ქონდა და ჩემმა შვილმა წაართვა“- აცხადებს არასრულწლოვანი გოგონას დედა.
წყარო „კვირის ქრონიკა“
მასალის გამოყენების პირობები






