საბურთალოზე სექსუალური მანიაკი დადის
საზოგადოება - 13:07, 22 Dec, 2014     18806

საბურთალოზე სექსუალური მანიაკი დადის!. ამის შესახებ გაზეთი "კვირის ქრონიკა" წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მანიაკის შესახებ ისტორიები რედაქციაში მისულმა გოგონებმა მოყვნენ.

ყაზბეგის გამზირზე სექსუალური მანიაკი დადის!

"სამი დღის წინ, დილით, დაახლოებით თერთმეტ საათზე, სამსახურში მიმავალ ნ-ს, ალ. ყაზბეგის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, "წითელი პარკის" მახლობლად, სამათხოვროდ ხელგამოწვდილი ახალგაზრდა მამაკაცი (ოცი-ოცდაათი წლის) გადაუდგა. გოგონამ ხურდის არქონის გამო, ჟესტიკულაციით ანიშნა ბიჭს, ვერ დაგეხმარებიო და გზა განაგრძო. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ, გოგონამ ზურგიდან მოულოდნელი თავდასხმა იგრძნო. მათხოვარი მას თმაში სწვდა და მისი ბუჩქებისკენ გათრევას ცდილობდა... ნ-მ ხმამაღლა დაიწყო ყვირილი და გამვლელებს დახმარება სთხოვდა... სამწუხაროდ, როგორც დაზარალებული ამბობს, ქუჩაში არც ერთ გამვლელს არ უცდია, მანიაკის მიერ დატყვევებულისთვის დახმარება აღმოეჩინა(!). რამდენიმეწუთიანი "ორთაბრძოლის" შემდეგ, გოგომ თმაში ჩაფრენილი ბიჭი როგორღაც მოიგერია და მართალია, ისტერიკულ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც მოახერხა და თავს გაქცევით უშველა.

სამსახურში მისვლისთანავე, ნ-ს თანამშრომლებმა მოუარეს და დააწყნარეს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ თანამშრომელ გოგონასაც მსგავსი ინციდენტი ცოტა ხნით ადრე შეემთხვა. მანიაკის გარეგანი აღწერილობის შედარების შემდეგ, გოგონები მიხვდნენ, რომ მათ ერთი და იგივე პირი დაესხა თავს. მეორე შემთხვევაში, ახალგაზრდა კაცი შარვალჩახდილი გადაუდგა კ-ს, რომელსაც "ფიზიკური სიახლოვე" მოსთხოვა. გოგონამ კივილი დაიწყო, ბიჭი, როგორც ჩანს, უარმა გააბრაზა, გოგონას გაუპატიურებით დაემუქრა და ასე შარვალჩახდილივე გამოეკიდა...

მოკლედ, შეშინებულმა გოგონებმა გადაწყვიტეს, პატრულისთვის მიემართათ. პატრული "როგორც იქნა, მოვიდა", ოქმი გააფორმა და ჩვენებები ჩაიბარა. დაზარალებულებს კი დაჰპირდა სამორიგეო საპატრულო ჯგუფის გამოგზავნას, რომელიც თავდამსხმელს აუცილებლად დაიჭერდა.

სამწუხაროდ, დაზარალებულებს მთელი დღის განმავლობაში არ შეუნიშნავთ არც სამორიგეო საპატრულო მანქანა და ეკიპაჟი და არც ქვეითი პოლიციის თანამშრომლები(!). შემთხვევიდან გასულია რამდენიმე დღე და გოგონებს სამართალდამცავი ორგანოდან არავინ შეხმიანებიათ(!).

ტერიტორია, სადაც ზემონაამბობი შემთხვევა მოხდა, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, საბავშვო ბაღებით, საჯარო, თუ კერძო სკოლებითა და სასწავლო დაწესებულებებითაა დატვირთული(!). ალ. ყაზბეგის გამზირის ამ მონაკვეთს, საიდანაც "წითელი პარკი" იწყება, საირმის გორის მიმართულებით შეჭრილ ქუჩას, რამდენიმე დღის განმავლობაში დაზარალებული გოგონების ახლობლები აკვირდებოდნენ. დადარაჯებული, სამორიგეო საპატრულო ეკიპაჟი კი არა, კაციშვილის ჭაჭანება არ ყოფილა", - ნათქვამია სტატიაში.

წყარო: გაზეთი "კვირის ქრონიკა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42