ყურადღება!!! პატივცემულო კოლეგებო - კოკა ყანდიაშვილი განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 11:49, 22 Dec, 2014     9300

კოკა ყანდიაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ მას არ უყიდია და არც იქ მუშაობას არ აპირებს. ამის შესახებ ყანდიაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

"ყურადღება!!! პატივცემულო კოლეგები, ბოლო 4-5 დღეა თითქმის სრულიად ქართული მედია მირეკავს და მეკითხება: 1) ვიყიდე თუ არა ტელეკომპანია "მაესტრო"? 2) დავინიშნე თუ არა ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორად? 3) წავიყვან თუ არა იანვრიდან ტელეკომპანია "მაესტროში" გადაცემას?

გპასუხობთ!!!

1) არ მიყიდია!!! - არ მაქვს არც საყიდელი ფული და არც ყიდვის სურვილი და საერთოდ "მაესტრო" არ იყიდება :))) 2) არ დავნიშნულვარ - და არც არავის შემოუთავაზებია დირექტორობა ან მოადგილეობა, ან მენეჯმენტში მონაწილეობა მაინც!!! 3) იანვრიდან გადაცემას "მაესტროზე" არ წავიყვან!!! - და მეტი ასეთი სისულელეებით აღარ შემაწუხოთ.

და ბოლოს:

უკვე ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება მოლაპარაკება "მაესტროსთან" და სხვა არხებთან - ჩემი მომავალი სტუდიის პროექტების შეძენასთან დაკავშირებით. კერძოდ "მაესტრო" - დაინტერესებულია 2 ტელე-პროდუქტით: რეალითი-შოუ ფეხბურთზე (ძალიან მაგარი იდეაა) და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წლის სექტემბერში დავწერე ფეისბუქზე - იხილეთ ლინკი: https://www.facebook.com/photo.php?fbid=10203562377634660&set=a.1118057586259.19186.1071587413&type=1&theater მოლაპარაკებები არხებთან - გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა. ასევე გიდასტურებთ, რომ არსად არ ვიწყებ მუშაობას ისედაც მაქვს სამსახური - და, თუ რაიმე სიახლე იქნება აუცილებლად შეგატყობინებთ. გპირდებით - ყველას გაგაგებინებთ მომავალ წელს - სტუდიის პრეზენტაციის თარიღს და ადგილსაც.

წარმატებები...... პატივისცემით კოკა", - წერს ყანდიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42