რას ნიშნავს მეტანია და როგორ უნდა გადავიწეროთ პირჯვარი სწორად
საზოგადოება - 11:36, 22 Dec, 2014     21982
ეკლესიური ცხოვრება გარკვეული წესების ცოდნას მოითხოვს. მაგალითად, მორწმუნეთაგან შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, სწორად როგორ უნდა გადავიწეროთ პირჯვარი ან რა შინაარსი აქვს მას. მეტანიის შესრულებაც ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი და უნდა ვიცოდეთ, მას რა დანიშნულება აქვს. ამ თემებზე იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე) საუბრობს:

–რას ნიშნავს მეტანია და რას ემსახურება ის?

– მეტანია და პირჯვრის წერა უძველესი ტრადიციაა. ადამიანში დევს, რომ განსაკუთრებული მოვლენისა და რაღაცის წინაშე ქედი მოიდრიკოს და ამით თავისი თაყვანისცემა, მოკრძალება გამოხატოს ამ მოვლენის ან პიროვნების მიმართ. ეკლესიაში მეტანიას ადამიანი ოდითგან ასრულებს. თავად სახარებაშიც არაერთგზისაა აღწერილი გარეგნული სახით დამხობა, თუნდაც მოციქულთა დამხობა ფერისცვალების დროს და ა.შ. ეს არის უძველესი წესი, რაც თაყვანისცემას გამოხატავს.

"მეტანია" ბერძნული სიტყვაა და ერთ–ერთი მნიშვნელობით მიძღვნასაც ნიშნავს. მის შესრულებას აუცილებლად სჭირდება საგანგებო ლოცვა–კურთხევა სასულიერო პირისგან. მეტანია არის სხეულის, ფიზიკური მდგომარეობის გარკვეულწილად დაუძლურება იმისათვის, რომ აქცენტირება ადამიანის სულიერებაზე მოხდეს.

ქრისტიანულ ეკლესიაში კვირაობით მეტანიის შესრულება პირველივე საუკუნიდან აიკრძალა, რადგან ყოველი კვირადღე არის აღდგომის დღე, უფლის დღე. თვითონ სიტყვა "კვირა" ბერძნული სიტყვა კირიოსიდან ანუ ბატონიდან, უფლიდან მომდინარეობს. ანუ ესაა საუფლო დღე, როდესაც მოხდა აღდგომა და ყოველი წირვა, რომელიც შესრულდება, ესაა აღდგომა. წირვა, როგორც წესი, კვირას სრულდება და ყოველი წირვა, თუნდაც სხვა დღეს სრულდებოდეს, ესაა კვირა. პირველივე საუკუნიდან კვირადღეს აიკრძალა მუხლთდრეკა ანუ ქედის მოხრა, რადგან ამ დროს შენ ხარ აღმდგარი, გამოხსნილი, ამაღლებული და ზეცისკენ აღმართული.

საეკლესიო ტიპიკონი კრძალავს საზოგადო ღმრთისმსახურების დროს განსაკუთრებული მეტანიების შესრულებას, აგრეთვე დიდხანს მუხლებზე დგომას, რაც ხელს უშლის ღმრთისმსახურების წესსა და მიმდინარეობას. თუ ტაძარში სივიწროვეა, უმჯობესია, დაწესებული მეტანიებიც არ შევასრულოთ, რომ ჩვენ გვერდით მდგომთა ლოცვითი განწყობა არ დავარღვიოთ.

– რატომ ვიწერთ პირჯვარს?

– თავად ქართული სიტყვა "პირჯვარი" გვაუწყებს, რომ ის სრულდებოდა არა დღევანდელივით მთელ სხეულზე, არამედ სახეზე. ჯვარი არის მაცხოვრის მიერ ადამიანთათვის გამოხსნისა და ბოროტის ძლევის იარაღი, ამიტომაც პირჯვრის გამოსახვა ჩვენი მხრიდან გულისხმობს ბოროტებისგან განდგომას. ყოველი ბოროტება კრთის წმინდა ჯვრის წინაშე, რომელიც არის მაცხოვრის წმინდა სისხლით გაპოხიერებული და ჩვენთვის მოცემული, როგორც დაცვისა და ძლევის იარაღი. სწორედ ამიტომ სიწმინდეებთან მიახლებამდე ადამიანების მიერ პირჯვრის გამოსახვა (ხატის მთხვევა, ზიარების წინ ხელის გადაჯვარედინება, ჯვრის მთხვევისას პირჯვრის გამოსახვა) გულისხმობს იმას, რომ მე, უწმინდური, ჩემი ცოდვების გამო, მივეახლები წმინდას და უშუალოდ სიწმინდესთან შეხებამდე ვისახავ პირჯვარს და ამით განვაგდებ ყველანაირ ბოროტებას, რაც კი ჩემშია. პირჯვრის გამოსახვა საჭიროა საღმრთო წერილის კითხვის დასაწყისსა და დასასრულს, ტროპარის ან ფსალმუნის კითხვისა თუ გალობის დასაწყისში.

– როგორ უნდა გამოვისახოთ სწორად პირჯვარი?

– პირჯვარი ასე გამოვისახოთ: მარჯვენა ხელის პირველი სამი თითი შევაერთოთ იმის ნიშნად, რომ ღმერთი არის ერთი და თანასწორპატიოსანი სამება, ორი თითი კი ხელისგულთან მივიტანოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტე არამარტო ღმერთია, არამედ კაციც. ერთად შეკრული სამი თითი მიგვაქვს ჯერ შუბლთან (რათა უფალმა გაანათლოს ჩვენი გონება), თან გულში ვამბობთ: "სახელითა მამისათა", შემდეგ გულთან (რათა უფალმა განწმინდოს ჩვენი გული და გრძნობები) და ვამბობთ: "და ძისათა", და ბოლოს მარჯვენა და მარცხენა მხართან (ჩვენს საქმეთა საკურთხებლად) და ვამბობთ: "და სულისა წმიდისათა, ამინ".

– როგორ შეიქმნა ფსალმუნები?

– ფსალმუნთა კრებული მეფე წინასწარმეტყველმა, დავითმა შექმნა. ის ღვთის მიმართ დიდი რწმენით გამოირჩეოდა და მეფედაც ღვთის მიერ იქნა არჩეული. დავითის მამის, იესეს სახლში მისულ წინასწარმეტყველ სამუელს იესეს შვილებს შორის ღვთის კარნახით მეფე უნდა გამოერჩია. სამუელმა იესეს თავისი ვაჟების გამოყვანა სთხოვა, მაგრამ ყველაზე უარი თქვა და დაეკითხა, კიდევ თუ ჰყავდა შვილი. იესემ უპასუხა, რომ მას ჰყავდა უმცროსი შვილი, რომელიც სამწყემსად იყო წასული. როდესაც სამუელმა დაბრუნებულ დავითს შეხედა, მიხვდა, რომ ის რჩეული იყო, რომელზეც ღმერთმა უკარნახა და მეფედაც აკურთხეს.

დავით მეფესაც ჰქონდა ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როდესაც ცოდვისკენ განსაკუთრებით იყო მიმართული. მან, ასე ვთქვათ, სხვისი ცოლი მიისაკუთრა. შემდეგ მეფეს შვილიც აუმხედრდა და გარკვეულ წინააღმდეგობებს წააწყდა, მაგრამ ყველა განსაცდელს მორჩილად შეხვდა და უფლის კარნახით შეასრულა ყველაფერი.

მეფე წინასწარმეტყველი დაახლოებით 40 წელი უძღვებოდა თავის სახელმწიფოს და ებრაელ ხალხს. ის 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების წინ კი დატოვა საღმრთო წერილი ანუ ფსალმუნები, რომელიც დაყოფილია კანონებად. ფსალმუნთა კრებულში 20 კანონი და 150 ფსალმუნია.

– რას გადმოგვცემს ფსალმუნთა წიგნი და როგორია მისი კითხვის წესი?

– ფსალმუნებში მოთხრობილია ღვთის დიდება, ძირითადად ყველა ის წინასწარმეტყველება, რაც მაცხოვრის, იესო ქრისტეს დაბადებისკენ არის მიმართული. ამასთან, თუ რატომ მოევლინება ის ჩვენს ქვეყანას. სინანულის გამო კი მან დაწერა 50–ე ფსალმუნი და თუ გულმოდგინედ წაიკითხავ და დააკვირდები, მიხვდები, რამდენად დიდი სინანულია მასში გამოხატული.

ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, ვიცით, რომ განსაკუთრებით ვკითხულობთ ერთ ფსალმუნს, მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად, ეს არის მე–17 კანონში. ხშირია, როდესაც იკრიბება 20, 30 ან 40 ადამიანი და ფსალმუნებს მორიგეობით კითხულობენ. ამ პროცესში შესაძლებელია სასულიერო პირიც ჩაერთოს. კანონებს, ფსალმუნებს ინაწილებენ და ყოველდღიურად უწყვეტლივ კითხულობენ. ფსალმუნებში მოიხსენიება მთელი მართლმადიდებელი სამყარო, გარდაცვლილი თუ ცოცხალი ადამიანები.

ახლა მხედრული დამწერლობით ვკითხულობთ, მსახურებაზე კი სახარებიდან თავებს ძველი ქართულით ვკითხულობთ. როდესაც ადამიანს გაუჩნდება სურვილი, ჩაუღრმავდეს სახარებას, ფსალმუნებს თუ ნებისმიერ ტროპარ–კონდაკს, არსებობს მათი განმარტებანი, ასევე სხვადასხვა განმარტებები წმინდა მამების მიერ. გამარტივებული ენით მათი წაკითხვა კი შინაარსის უკეთ გაგებაში გვეხმარება.

– რამდენად მნიშვნელოვანია ფსალმუნთა კითხვა მორწმუნეთათვის?

– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანისა და საერთოდ ერისთვის. იმდენად ბრძნული და ღმერთთან დამაახლოებელი სიტყვებია გამოყენებული მათში, რომ აუცილებლად იქნება შესმენილი. ყველა მოძღვრისაგან მრევლს აქვს კურთხევა, ნებისმიერ დროს წაიკითხოს თითო კანონი ამ ფსალმუნებიდან და ეს კანონები იკითხება მუდმივად, განსაკუთრებით კი – როდესაც მარხვა იწყება.


წყარო http://sana.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42