სასწრაფოდ წაშალეთ ეს სირცხვილი! საყდრისის გადასაფარად თავდაცვის სირცხვილი! - კახა კოჟორიძე
საზოგადოება - 14:16, 21 Dec, 2014     2380
,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ,,სკოლაში ასე ვისწავლე, რომ მტრის გარდაცვლილ მებრძოლს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო და თქვენ საკუთარ მოქალაქეს ასე ხელაღებით რატომ შეურაცხყოფთ?“ - წერს კოჟორიძე და მზადყოფნას გამოთქვამს, საიას სახელით ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახის წევრების სურვილის შემთხვევაში, გაუწევს საადვოკატო დახმარებას თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, გარდაცვლილის სახელისა და ღირსების დასაცავად.

,,მორიგი, მაგრამ არა რიგითი სირცხვილი!

ბოლო დღეების განმავლობაში საყდრისის ამბავზე იმდენი სამარცხვინო რამ მოვისმინე, რომ აღარ მეგონა ასე მალე და ასე ძალიან თუ კიდევ რამე გამაოცებდა. მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ ეს შეძლო. სანამ ვებ-გვერდზე არ წავიკითხე, ვერ დავიჯერე, რომ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლზე, ალექსანდრე გრიგოლაშვილზე, ასეთი განცხადება გაკეთდა. ეჭვი გამიჩნდა, რომ საყდრისის სირცხვილის გადასაფარად თავდაცვის სირცხვილი მოიფიქრეს...

იმ ვითარებაში, როდესაც ერთის მხრივ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მეორეს მხრივ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციებში საუბარია იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს ნეიტრალური ინსტიტუტების არსებობას, რა ცუდია პოლიტიკური პოლარიზაცია ან თუნდაც მხოლოდ აღქმაც კი მართლმსაჯულების სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით წარმართვასთან დაკავშირებით, აი ამ ვითარებაში, თავდაცვის სამინისტრო აკეთებს ამ განცხადებას... ვერ ვხვდები, რატომ ვერ ხვდებით, რომ ეს აზნიანებს სამინისტროს და ზოგადად ქვეყნის ინტერესებს... არ ვიცი, ეს განცხადება გაუაზრებელი უმეცრებაა თუ გააზრებული ,,მეცრება“, მაგრამ ორიდან ერთი ნამდვილად არის და ორივე შემთხვევაში ეს დიდი პრობლემაა...

სამინისტროს ლოგიკა არის ასეთი: რომ არა ყოფილი ხელისუფლების პროვოკაციები და ,,სხვადასხვა შეთავაზებები“ ა.გრიგოლაშვილი უკრაინაში საბრძოლველად არ წავიდოდა და არ დაიღუპებოდა... სინამდვილეში რა და როგორ იყო მე არ ვიცი, მაგრამ გაუგებარია, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნეთ ,,ხაზგასმით“, რომ ა.გრიგოლაშვილმა სიცოცხლე ან გაუაზრებელ პროვოკაციებს გადააყოლა ან ,,სხვადასხვა შეთავაზებებს“?! რატომ გამორიცხეთ ის, რომ ეს ადამიანი საკუთარი სურვილით, ზოგადად თავისუფლების იდეის დასაცავად იბრძოდა? ან რომ მას სჯეროდა, რომ უკრაინაში საქართველოს დამოუკიდებლობას იცავდა? რატომ ვერ ხვდებით, რომ ეს განცხადება შეურაცხყოფს მის პატივს და ღირსებას?! სკოლაში, საქართველოს ისტორიისა თუ ლიტერარურის გაკვეთილებზე ასე ვისწავლე, რომ მტრის გარდაცვლილ მებრძოლს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო და თქვენ საკუთარ მოქალაქეს ასე ხელაღებით რატომ შეურაცხყოფთ?

2014 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავდა საიას საკონსტიტუციო სარჩელს „იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. პარლამენტმა ცნო საიას და ბატონი იურის სარჩელი. შედეგად ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც შესაძლებელი გახდა გარდაცვლილის სახელის, პატივისა და ღირსების დაცვა.

საიას სახელით ვიტყვი, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახის წევრების სურვილის შემთხვევაში, საია მათ გაუწევს საადვოკატო დახმარებას თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, გარდაცვლილის სახელისა და ღირსების დასაცავად.

თუ რატომ ლახავს გარდაცვლილი მებრძოლის სახელს და ღირსებას თავდაცვის სამინისტროს ეს მართლაც სამარცხვინო განცხადება, ამას ღრმა ანალიზი აღარ სჭირდება, ამას ისედაც ყველა ხვდება, თავდაცვის სამინისტროს ერთი თუ ზოგიერთი ჩინოვნიკის გარდა. ძალიან მინდა, რომ ეს არ იყოს მინისტრის პოზიცია. ბატონო მინდია, ოფიციალურად თქვით, რომ ეს თქვენი პოზიცია არაა და სასწრაფოდ წაშალეთ ეს სირცხვილი სამინისტროს ვებ-გვერდიდან. არ ვიცი, რაიმე მიზეზი მოიფიქრეთ, მაგალითად თქვით, რომ სამინისტროს იმიჯის შელახვის მიზნით ეს განცხადება დაწერა თქვენს უწყებაში ჯერ კიდევ შემორჩენილმა რომელიღაც დაუდგენელმა ნაციონალმა ან ამ ნაციონალთან დაძმაკაცებულმა ალასანიას გუნდის წევრმა და თქვენთან შეუთანხმებლად ვებ-გვერდზე დადო. ან ამ განცხადების მიზეზებს გრიფი დაადეთ, არაფერი თქვათ, უბრალოდ წაშალეთ...“- წერს კოჟორიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42