დადუმდით ბატონებო. თქვენ ჯარისკაცის კუბოსთან დგახართ! - დავით თევზაძე თავდაცვის უწყებას საყვედურობს
საზოგადოება - 13:56, 21 Dec, 2014     4602
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე თავდაცვის სამინისტროს იმ განცხადებას აფასებს, რომლის თანახმადაც უწყება ქართველი მებრძოლის გარდაცვალებაში ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს. დავით თევზაძე აღნიშნავს, რომ სხვის ომში ბრძოლის გამო, ქართველებს არც ნამუსი და არც სახელი არ დაუკარგავთ. ყოფილი მინისტრი ყველას მოუწოდებს ჯარისკაცის კუბოსთან დადუმდნენ და პატივი სცენ მის დედას, რომლემაც მეომარი აღზარდა.

,,ძალიან მიმძიმს, მაგრამ ვალდებული ვარ გამოვეხმაურო თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, იმის თაობაზე, რომ "თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს". მიჭირს არა იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროზე აზრი უნდა გამოვთქვა, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში კიდევ ერთი ჯარისკაცის კუბოს ჩამოასვენებენ. კუბოსთან დგომას კი სიჩუმე უხდება, საზოგადოდ. ხოლო ჯარისკაცის კუბოსთან მდგომი, ორმაგად უნდა დუმდეს. ერთი იმიტომ, რომ ომში დაცემულს, და მაშადამე, უკვე ვალმოხდილ მეომარს სცეს პატივი, და მეორე იმიტომ, რომ პატივი სცეს დედას, რომელმაც მეომარი აღზარდა. არ არსებობს სიტყვა, რომელიც მას ანუგეშებს, ტკივილს გაუნელებს ან ბედნიერების ერთ წამს მაინც აჩუქებს მომავალში. ამიტომ მიმძიმს ამ სტატუსის წერაც და არც არასოდეს არც ერთი ჯარისკაცის კუბოსთან მდგომს, ზედმეტი სიტყვა არ დამცდენია. სუჩუმეში გაცილებით მეტი სიდარბაისლეა და გაცილებით მეტი განცდა და პატივი, რასაც დაღუპული მეომარი და დედა ერთნაირად იმსახურებენ.

რაც შეეხება თავად განცხადებას, ქართველ მეომარს უსაყვედურო, სხვის ომში ხარ დაღუპულიო, იგივეა, რაც საკუთარ ისტორიას უთხრა საყვედური. ქართველობა ბედისწერაა და ეს არ არის უბრალო მეტაფორა. ბედისწერაა, რომ ჩვენი გენოფონდი, ისტორიის მანძილზე, ძირითადად, სხვისთვის გახარჯულა, მაგრამ ამით არც ქართველობა დაგვიკარგავს, არც სინდის-ნამუსი, არც სახელი. ფარისევლობენ ისინი ვინც "ღრმა მწუხარებას გამოთქვამს", ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ჯარისკაცზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, მე არ მითხრას ვინმემ რამეო. მათ რომ ჯარისკაცზე ეფიქრათ, ჯარიდან 2008 წელს გაშვებულ კაცს 2012-ში უკვე დააბრუნებდნენ და სამშობლოსთვის სამსახურის საშუალებას მისცემდნენ. ხოლო თუ ეს ვერ გააკეთეთ ბატონებო, იმდენი ღირსება მაინც შეინარჩუნეთ, რომ დადუმდეთ და ეს თქვენი ფსევდოსახელმწიფოებრივი მიდგომა თქვენთვის შეინახეთ. ამ განცხადებით თქვენ მწუხარება კი არ გამოთქვით, არამედ დაგვანახეთ, რომ თქვენც ისევე დაგვყრით დაუმარხავებს, როგორც თქვენმა კოლეგებმა 2008 წელს დაგვყარეს, იმიტომ რომ იმავე გვარისა ხართ. ამიტომ დადუმდით ბატონებო. თქვენ ჯარისკაცის კუბოსთან დგახართ. ჯარისკაცის კუბოსთან დგომას კი სიჩუმე უხდება“, - წერს დავით თევზაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42