სამტრედიაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო გაიხსნა.
ბიზნესი & ეკონომიკა - 09:25, 21 Dec, 2014     3389

სასათბურე მეურნეობა “იმერეთი გრინერი” კერძო ინვესტორების - ბობ მეიერის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ლევან ბაღდავაძის და ასევე ჰოლანდიური კომპანია FoodVentures მიერ ერთობლივად 5 მილიონი ლარის ინვესტიციით დაფუძნდა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწარმო, ქ. სამტრედიაში, 10 000 კვ. მეტრზე განლაგებულ სასათბურე/სასაწყობო მეურნეობას და მაცივრებით აღჭურვილ სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ქსელს მოიცავს.

„იმერეთი გრინერის” სასათბურე მეურნეობაში სხვადასხვა სახის ბოსტნეულის მოყვანა იგეგმება, რაც ჰოლანდიელი სპეციალისტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ განხორცილედება. საწარმოს პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან, რაც მის უმაღლეს ხარისხს და საუკეთესო გემოს განაპირობებს. წარმოებაში ქიმიური სასუქის გამოყენება მინიმუმამდეა შემცირებული, დაცულია გარემოს დაცვის თანამედროვემოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ გასათბობად გაზის ნაცვლად გეოთერმული წყლები გამოიყენება, ხოლო სათბურის განათების „ფილიპსის” წარმოების უახლესი LED ტექნოლოგიის გამოყენების წყალობით ელექტროენერგიისმოხმარება 80%-ით იზოგება. მოსავალი მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღება და მიეწოდება მომხმარებლებს.

პროდუქციის რეალიზაცია პირველ ეტაპზე, საქართველოს შიდა ბაზარზე, სუპერმარკეტებიs ქსელებში, რესტორნებსა და სასტუმროებში წინასწარ შემუშავებული სადისტრიბუციო გეგმით მოხდება. თუმცა, მომავალში, წარმოების მოცულობის გაფათოება და მოწეული მოსავალის საექსპორტო ბაზრებზე გატანაც იგეგმება. საწარმოში ამ ეტაპზე 20ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. პროექტის განვიTარების მეორე ეტაპზე სასათბურე მეურნეობა დამატებით 40 000 მ2 ფართობზე მოეწყობა და მთლიანობაში 100 ადგილობრივს დაასაქმებს.

ჰოლანდიური კომპანია FoodVentures, რომელიც „იმერეთი გრინერის” 50% ფლობს, შავი ზღვის რეგიონში სასათბურე მეურნეობების განვითარების და მაღალხარისხიანი ბოსტნეულის მოყვანის პროექტებს ახორციელებს.

საწარმოს ფინანსურ მხარდაჭერაში ასევე მონაწილეობდნენ - ჰოლანდიური სამთავრობო საგრანტო პროგრამა - PSI, პროკრედიტ ბანკი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო და თიბისი ლიზინგი.

საწარმოს გახსნას ინვესტორებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბახი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე,ეკონომიკისდა სოფლის მეურნეობის მინისტრები, ასევე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42