სკანდალი - "ჩამქრალი შუქი" და ერთი და იგივე ტესტებით ჩატარებული "კონკურსი"
საზოგადოება - 18:32, 20 Dec, 2014     2453
საჯარო მოხელეთა ტესტირება, ლანჩხუთში 13 დეკემბერს მიმდინარეობდა. ტესტირების დროს, საღამოს 5 საათზე სამივე სკოლაში (#1, #3 და შუხუთის საჯარო), სადაც ეს პროცესი მიმდინარეობდა, შუქი გამოირთო. რის გამოც, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ეს ეტაპი გადაიდო და ის, იმავე ტესტებით მეორე დღეს გაგრძელდა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ლანჩხუთიდან აცნობეს.

ტესტირების დროს შუქის გამორთვას ადასტურებს საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, გელა კილაძე.

კილაძე, "გურიის მოამბესთან" საუბარში, ასევე ადასტურებს, რომ, მეორე დღეს, ტესტირება, იგივე კონკურსანტებმა, იგივე ტესტებით გააგრძელეს.

აღსანიშნავია, რომ "გურიის მოამბეს" წყაროს ინფორმაციით, სანამ, კომისია, შუქის ჩაქრობის გამო, ტესტირების მეორე დღისთვის გადადების გადაწყვეტილებას მიიღებდა, კონკურსანტები, ნახევარი საათის განმავლობაში, ტესტებზე მუშაობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს ინცინდენტი გახდა იმის მიზეზი, რომ კონკურსანტთა უმრავლესობამ, მეორე დღეს ჩატარებულ ტესტირებაზე, ქულათა ლამის მაქსიმალური რაოდენობა-58-მიიღეს. რადგან ნებისმიერს შეეძლო ტესტების გადაწერა და მასზე სახლში, მეორე დღისთვის, დამოუკიდებლად მუშაობა.

გელა კილაძე:"შუქის ჩაქრობის გამო შეუძლებელი იყო გაგვეგრძელებინა ტესტირება, რაც შეეხება ტესტების გამოცვლას, ამას ჩვენ არ ვწყვეტთ და ამიტომ დარჩა იგივე. არა მგონია ეს გამხდარიყო მიზეზი მათი მაღალი შედეგებისა."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42