"შიზოფრენიით დაავადებული მამაკაცი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს"
საზოგადოება - 15:31, 20 Dec, 2014     5072

2014 წლის 13 დეკემბერს, ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლიციის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული თანამშრომლები საცხოვრებელი შენობის სადარბაზოს შესასვლელთან დახვდნენ პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებულ გია დალაქიშვილს, სასტიკად სცემეს და მიაყენეს სხეულის მძიმე დაზიანებები.

ინფორმაციას სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი ავრცელებს.

„გია დალაქიშვილის მეზობლების განმარტების თანახმად, 13 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში მათი ყურადღება ხმაურმა მიიპყრო, რომელიც ყვირილსა და დახმარების თხოვნაში გამოიხატებოდა. მათ დაინახეს ძირს დაგდებული თავიანთი მეზობელი გია დალაქიშვილი, რომელსაც „კოკა-კოლის“ ბოთლი ჰქონდა „ჩახუტებული“ და რომელსაც ორი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი გამეტებით ურტყამდა თავის არეში. თვითმხილველი მეზობლების თქმით, გია დალაქიშვილი მხოლოდ შველას ითხოვდა, იგი პოლიციელების მიმართ აგრესიულ ქმედებებს არ ახორციელებდა. იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციელები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები, მეზობლების მხრიდან ფაქტის არაზუსტი იდენტიფიცირება მოხდა, კერძოდ, მათ მიიჩნიეს, რომ მოძალადეები რიგითი მოქალაქეები იყვნენ და დახმარების აღმოსაჩენად გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელთა მოსვლის შემდეგაც დადგინდა, რომ ძალადობრივი აქტის განმახორციელებელი პირები ვაკის რაიონის გამომძიებლები იყვნენ.

მიუხედავად არაერთი ფაქტობრივი მონაცემის არსებობისა, დღეს პატიმრობაში იმყოფება სავარაუდოდ პოლიციელების ქმედებების შედეგად დაზარალებული, პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებული გია დალაქიშვილი, რომელსაც ბრალად წაეყენა სისხლის სამართლის კოდექსის 353'-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. გ. დალაქიშვილს დღემდე არ ჩატარებია სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც მისი სხეულის დაზიანებების იდენტიფიცირებას მოახდენდა, ასევე, არ დაწყებულა პირის ფსიქიკური ექსპერტიზის პროცედურა, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ გაცემული დასკვნით დგინდება, რომ გია დალაქიშვილს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან პრობლემები აქვს. სავარაუდოდ ძალადობის განმახორციელებელი პირების მიმართ კი დღემდე არ მომხდარა შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გია დალაქიშვილს ბრალი წაყენებული ჰქონდა 353'-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. შსს-ს ინფორმაციით, სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება ექსპერტიზას, უწყების ინფორმაციით, დანიშნულია როგორც სასამართლო, ასევე ჯანმრთელობის ექსპერტიზა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42