უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის მეგობარი სოციალურ ქსელში, მისი და გრიგოლაშვილის პირად მიმოწერას აქვეყნებს.
„ჩემი დანიშნულება დედამიწაზე ომია უსამართლობის წინააღმდეგ...“ წერდა გრიგოლაშვილი უკრაინაში საბრძოლველად წასვლის წინ.
ტელევიზიების მომზადებული სიუჟეტის შემდეგ, რომელიც უკრაინაში მებრძოლ ქართველებს შეეხებოდა და რომლის მეშვეობითაც გრიგოლაშვილი ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ის წერს:
„მკიდია მე ვარსკვლავობა, ჩემი ვარსკვლავი საქართველოა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუდამ იკაშკაშოს..."
ალექსანდრე გრიგოლაშვილი სოფელ "შასტიაში" დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. ის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.
სამხედროების ჯგუფს პრორუსმა სეპარატისტებმა სოფელ შასტიეში ჩასაფრება 18 დეკემბერს მოუწყვეს. იერიშის შედეგად ერთი ქართველი და ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა.


მასალის გამოყენების პირობები






