ნიკა ნატროშვილის დედამ ტელეკომპანია იმედის ეთერის მეშვეობით საგანგებო მიმართვა გაავრცელა:
,,უღმერის მადლობა ყველას, ტელეკომპანია იმედს. კიდევ ერთხელ უნდა მოგიხადოთ ბოდიში. მე არ შემიძლია სხვანაირად, მე ავაწრიალე 100 ათასობით ადამიანი, შევაწუხე ყველა. ამის გამო მრცხვენია და მეუხრეხულება, ქუჩაში დავდივარ თავდაწეული, რომ არ შემხედონ სახეზე. უღრმესი მადლობა ყველას, ხალხნო. ნიკას მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ჩაატარონ კონცერტი-აქცია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ჩვენი მომღერლები და მუსიკოსები. ყველას წინაწარ უღრმესი მადლობა. ახალ წლების შემდეგ უკვე ჩემი მეგობრები აპირებენ დიდი ღონისძიების ჩატარებას სპორტის სასახლეში, ალბათ კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ, თუ მობრძანდებით ამ კონცერტზე, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, შვილები გიმყოფოთ ჯანმრთელად, რადგან ამაზე ძვირფასი არაფერი არ არის ამქვეყნად და არც ამაზე მტკივნეული, როცა შვილს რაღაც საფრთხე ემუქრება. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა“.
მასალის გამოყენების პირობები






