ოზურგეთში 40-მდე ოჯახი უშუქობას აპროტესტებს
საზოგადოება - 23:12, 19 Dec, 2014     1519
ქალაქ ოზურგეთში, ყოფილ ცენტრალურ საავადმყოფოს შენობებში შესახლებული ოჯახები ქალაქის მერიისაგან შუქის მიწოდების აღდგენას ითხოვენ.

ისინი ყოფილ საავადმყოფოს შენობასთან არიან შეკრებილები და შესაბამისი სამსახურების მიერ შუქის მიწოდების აღდგენას მოითხოვენ.

როგორც მათ ,,გურიის მოამბეს“ განუცხადეს, ამ საღამოს ადგილობრივი "ენერგო პროს' წარმომადგენლებმა, მათ მიერ სხვა საცხოვრებელი სახლიდან გადაყვანილი, ელექტროენერგიის მიმწოდებელი კაბელები გადაჭრენ, წაიღენ და იქ მცხოვრები 40-მდე ოჯახი, მათ შორის უმრავლესობა მოხუცები და ბავშვები უშუქოდ დატოვეს.

ოზურგეთის ყოფილ, ცენტრალურ საავადმყოფოს შენობებში, უკვე რვა თვეა, უსახლკაროდ დარჩენილი ასამდე ადამიანი ცხოვრობს.

მათი განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ არჩევნების დროს პირდებოდა, მმართველი პარტიისადმი მხარდაჭერის სანაცვლოდ ელემენტარული პირობების მყისიერ მოგვარებას.

თუმცა, საცხოვრებელს, დღემდე, არც წყალი მიეწოდება, არც კანალიზაცია გაკეთებულა, მითუმეტეს ბუნებრივი აირი არ არის, მაგრამ, როგორც ისინი აცხადებენ, უშუქოდ დარჩენა მათთვის სიკვდილის ტოლფასია და ისინი ხელისუფლებისაგან შუქის დაუყოვნებლივ მიწოდებას კატეგორიულად მოითხოვენ.

როგორც ,,ნიუპოსტს“ ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა გია ნაკაიძემ განუცხადა, საავადმყოფოს შენობაში შესახლებული ადამიანები კანონის დაღვევით მოიხმარდნენ ელექტროენერგიას:

,,ჩვენ დღეს გავიგეთ, რომ მრიცხველის გვერდის ავლით გადაყვანილი ყავდათ შუქი. ადგილზე მივიდნენ ჩვენი წარმომადგნელები და კანონის დაცვით ჩავჭერით“, - აცხადებს ნაკაიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42