მომღერალი ლელა წურწუმია შეურაცხმყოფელს უწოდებს მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებას, რომლის მიხედვით საახახლწლო კონცერტზე მხოლოდ ის მომღერლები იმღერებენ, ვინც ცოცხლად მღერის.
ამის შესახებ წურწუმიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
„რადგან მე არ აღმოვჩნდი ამ კონცერტში, ამის გამო პრეტენზია არ გამომითქვამს. უბრალოდ, მაქაცარიას კომენტარმა გადამაწყვეტინა მოვსულიყავი აქ. ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება. შეიძლება რომ არ დამიძახო, მაგრამ როდესაც მოდიხარ ტელეეთერში და აკეთებ ამ განცხადებას, ეს არასწორია. მე შეურაცხყოფილი ვარ, რომ თურმე იმ კრიტერიუმით არ მოვხვდი თბილისის კონცერტზე, რომ ცოცხლად ვერ ვმღერივარ“, - განაცხადა წურწუმიამ.
რამდენიმე დღის წინ ია მაქაცარიამ განაცხადა, რომ საახალწლო კონცერტზე იმღერებენ ის ქართველი მომღერლები, ვინც ცოცხლად მღერიან.
მასალის გამოყენების პირობები






