ქართული კომპანია “ბაია-ფუდი” უკვე ხუთი წლებია მომხმარებელს ნატურალურ მარცვლეულის ფაფებს სთავაზობს. “ჯანსაღი საკვები, ჯანმრთელი ოჯახი” - ასე ჟღერს კომპანიის სლოგანი და მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია მთლიანად ნატურალური კომპონენტებით, დიდწილად ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებით მზადდება, როცა ბევრი სხვა პროდუქტები ჩვენს ბაზარზე მნიშვნელოვანწილად ხელოვნური დანამატებით არის გამდიდრებული.
კომპანიის წარმომადგენლობა გასულ თვეს თბილისის არაერთ ბავშვთა კლინიკას ეწვია და პედიატრებს პროდუქციის შესახებ ესაუბრა. ბუნებრივია, რომ ინტერესი ამ საწარმოს მიმართ იზრდება, ამიტომაც გადავწყვიტეთ დირექტორთან ზვიად გრძელიძესთან რამოდენიმე კითხვა დაგვესვა და გვესაუბრა.
როგორც ცნობილია, საწარმო შეიქმნა და პროდუქციას უშვებს 2009 წლიდან. ის აწარმოებს სხვადასხვა კატეგორიის ფაფებს, ფქვილს და მშრალ რძეს „ჯანმრთელი კვებისთვის“. ამ პროდუქტებს დიეტური და დიაბეტური დანიშნულებაც აქვს. რაც მთავარია, კომპანია მთლიანად ქართულია, სხვადასხვა წონის პაკეტებში დაფასოებული ფქვილი და ფაფები ძირითადად ადგილობრივი წარმოების მარცვლეულის გადამუშავების შედეგად მიიღება. აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება. თბილისში წარმოდგენილია სუპერმარკეტ „გუდვილში“, „სმარტში’’ ‘’ზღაპრის’’ ქსელსა და „ავერსის“ ქსელში.
მენეჯმენტის აზრით მათ პროდუქციას, შესაბამისი მარკეტინგული მხარდაჭერის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შეუძლია ანალოგიური იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება. “ბაია-ფუდის” პროდუქტების კონკურენტებად მენეჯმენტს პირველ რიგში კომპანიების „იარმარკა“ და “იასნოე სოლნიშკოს“ იმპორტირებული ფქვილები და ფაფები მიაჩნია. ეს პროდუქცია, ისევე როგორც, „ბაია-ფუდის“ პროდუქცია საშუალო შემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. გარკვეული თვალსაზრისით კონკურენტად შეიძლება ჩაითვალოს „ნორდიკის“ ანალოგიური პროდუქცია. თუმცა ეს უკანასკნელი უფრო მაღალი ფასით არის წარმოდგენილი ბაზარზე და შესაბამისად სხვა სეგმენტზეა ფოკუსირებული.
კომპანიის დირექტორი, ზვიად გრძელიძე:
“ეს არის კომპანია მთლიანად ქართული კაპიტალით, ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც კონკურენციას გაუწევს იმპორტულ პროდუქციას როგორც ფასით, ასევე ხარისხით. „ბაია-ფუდის“ პროდუქცია მთლიანად ნატურალური კომპონენტებით მზადდება, როცა ბევრი სხვა ანალოგიური პროდუქტები მნიშვნელოვანწილად ხელოვნური დანამატებით არის გამდიდრებული. "ბაია"–ს ფაფები არ შეიცავენ არანაირ ხელოვნურ ქიმიურ დანამატებს: არომატიზატორებს, ემულგატორებს, კონსერვანტებს. იგი ნატურალური პროდუქტია და მდიდარია ნახშირწყლებით, ცილებით, ცხიმებით, ვიტამინებით და მიკროელემენტებით. ის შეიცავს უჯრედისს, რომელიც სისხლში ქოლესტერინის შემცველობას არეგულირებს, ახდენს ყაბზობის პროფილაქტიკას და ზოგადად კუჭ–ნაწლავს იცავს გაღიზიანებისგან. ჩვენი მომხმარებლები არიან, ადრეული ასაკიდან ზდასრულ ადამიანებამდე ისინი, ვინც ჯანმრთელი ცხოვრების წესს ირჩევს ან დიეტის დაცვა უწევთ დიაბეტის ან სხვა მიზეზების გამო.
როგორც ცნობილია, სულ რამდენიმე თვეში დასრულება ახალი საწარმოს მშენებლობა შეღავათიანი იაფი კრედიტის ფარგლებში, რომელიც მენეჯმენტს გაფართოებისა და უფრო მეტი პროდუქციის გამოშვების შესაძლებლობას მისცემს. იქამდე კი კითხვებისა და მოსაზრებების გასაზიარებლად, შეგიძლიათ მათ ფეისბუქ გვერდს ეწვიოთ: https://www.facebook.com/Baiafood
მასალის გამოყენების პირობები






