სივიწროვე და ანტისანიტარია საკნებში - რა ხდება ქუთაისის #2-ე საპატიმროში
საზოგადოება - 12:16, 19 Dec, 2014     1756

პრევენციის ეროვნული მექანიზმი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის N2 დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

„პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ N2 დაწესებულებაში არსებობს რიგი პრობლემები, რაც უარყოფითად მოქმედებს ამ დაწესებულებაში მყოფ პატიმართა უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, დაწესებულება საკმაოდ გადატვირთულია, საცხოვრებელ საკნებში ერთი პატიმრისთვის განკუთვნილი სივრცე 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია. დაწესებულების უმეტეს სამარტოო საკნებში არის სივიწროვე და მათი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აღმოჩნდა, რომ დაწესებულების მაღაზიის პროდუქციით სათანადო მომარაგება არ ხდება. პრობლემას წარმოადგენს ქალი პატიმრებისთვის პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობა.

სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში სუიციდის პრევენციისკენ მიმართული აქტივობები არასაკმარისია. პრობლემას წარმოადგენს ასევე ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების დროულად მიწოდება. რიგ შემთხვევებში აშკარაა სამედიცინო მომსახურების დაყოვნება და არსებობს გარკვეული შეფერხებები დაწესებულების მედიკამენტებით მომარაგების თვალსაზრისით. პირველადი ჯანდაცვის ერთ ექიმზე მოდის 500-ზე მეტი პატიმარი, ხოლო მთელ დაწესებულებას მხოლოდ ერთი მორიგე ექიმი ემსახურება; ასევე, არასაკმარისია ექთნების რაოდენობა. დაბალია პატიმართა ინფორმირებულობა სამედიცინო მომსახურების შესახებ; არ ხდება პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

პრობლემებია პატიმართა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მხრივ, რაც გამოწვეულია ფსიქოლოგების არასაკმარისი რაოდენობითა და მათთვის შექმნილი არასათანადო სამუშაო პირობებით. სარეაბილიტაციო აქტივობაში პატიმართა ჩართულობა ძალიან დაბალია. სარეაბილიტაციო აქტივობებიც არ არის მრავალფეროვანი. სპორტული ღონისძიებების სიხშირე და მრავალფეროვნებაც არადამაკმაყოფილებელია.

პრობლემას წარმოადგენს თარჯიმნების არარსებობა, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია იმ პატიმრებთან გასაუბრება, რომლებიც ვერ მეტყველებენ ქართულ ენაზე. აღმოსავლეთ საქართველოდან გადმოყვანილი პატიმრები სათანადოდ ვერ სარგებლობენ პაემნის უფლებით, რაც განპირობებულია ოჯახის წევრებთან საცხოვრებელი ადგილის სიშორით და მატერიალური მდგომარეობით.

ამასთან, დისციპლინური სახდელების გამოყენების პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში არსებობს ამ სახდელების პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ უმეტეს შემთხვევაში დისციპლინური სახდელის სახით გამოიყენება სამარტოო საკანში მოთავსება, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42