ნაყიდი ქათმის ხორცის ჭამამ,მ თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ იგი ბუნებრივი საკვებითაა გაზრდილი, შესაძლებელია ქალებში არაბუნებრივი სიმსუქნე, კაცებში კი - მამაკაცის ჰორმონების დასუსტება, პოტენციის დაქვეითება და უშვილობაც კი გამოიწვიოს.
ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ წერს.
გამოცემასთან საუბრისას სურსათის უვნებლობის საკითხებში ექსპერტი ეთერ სარჯველაძე ამბობს, დღეს მთელ მსოფლიოში ქათმებს „ქალი ჰორმონებით“ ზრდიან და სწორედ ამიტომ ისინი ბევრად ადრე აღწევენ ზრდასრულ ფორმას, ვიდრე ბუნებრივად ნაკვები ქათმები.
„ასეთი ხორცის ერთჯერადი და ორჯერადი მიღება საშიში არაა. სისტემატიურად მიღება არ შეიძლება. ყოველდღიური მიღებით უკვე საშიში ხდება. გარდა ამისა, თავის დაცვა შესაძლებელია ასეთი ქათმის პირველადი ნახარშის გადაღვრით და კანის მოშორებით, ვინაიდან ესტროგენი და სხვა საშიში ნივთიერებები თავს ძირითადად სწორედ კანში იყრის. ასეთ დროს იგი ბევრად უვნებელია", - ამბობს სარჯველაძე.
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






