,,თქვენ იცხოვრებთ ისევ იმ ტერიტორიაზე“ - ვანგას წინასწარმეტყველება საქართველოზე
საზოგადოება - 00:00, 19 Dec, 2014     32490
ექიმი ბიოენერგოთერაპევტი და ფსიქოტერაპევტი გია სულაქველიძე გია ჯაჯანიძის თოქ-შოუში ვანგასთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს. ექიმმა გადაცემაში ვანგას წინასწარმეტყველებაზე ისაუბრა და გია ჯაჯანიძის გადაცემაში ის საჩუქარიც მიიტანა, რაც მას ვანგამ გაუგზავნა.

1989 ბულგარეთში ვიყავი. ჩემი პროფესია კარგად გამომდიოდა და მადლიერების ნიშნად მითხრეს რას ისურვებთო და ვუთხარი, რომ ვანგას თუ შემახვედრებთ-თქო. ვანგამ მაშინ თქვა, რომ ,,მე დავინახე ეს ქართველი ექიმი და მე მას მივიღებ...“ კარებთან რომ მივედით მითხრეს, რომ ვანგა ცუდად არის, ნაღვლის ბუშტის შეტევა აქვს და ვერ მიგიღებთო, ჩემმა თარჯიმანმა უთხრა ჩემზე, რომ ვიყავი ექიმი და იქნებ ვანგას გამოადგესო, გამოვიდა იქიდან განცვიფრებული და გვითხრა, რომ ვანგა მიგიღებთო. ჩემთვის ვანგა იყო უდიდესი ექსპერტი და მივდიოდი იმისთვის, რომ მეკითხა - ვაკეთებ თუ არა მე იმ საქმეს, რომელიც უნდა გავაკეთო? რომ მივედი ფეხები მომეკვეთა და ჩავიმუხლე, მოვკიდე ხელი მაჯებზე და ვიგრძენი ეს კონტაქტი, ჩავუტარე მას ეს უკანტაქტო მკურნალობა და ნელ-ნელა მას სუნთქვა აღუდგა. წამოვედი და საღამოს დარეკეს, რომ ვანგა გიბარებსო. ცალკე შეხვედრა გაგვიკეთა თარჯიმანთან ერთად და მითხრა:

თქვენ იცხოვრებთ ისევ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ცხოვრობთ! ვერ გავიგე მაშინ ამის შინაარსი, 1989 წელია, ვერ მივხვდი... მითხრა ჩემი მომავალი... ეს დღეს უკვე ვიცი, რაც იგულისხმა, ეს არის აფხაზეთი. მე ამ რწმენით მოვდივარ... როცა გამოვედით, მომცეს რაღაც და მითხრეს, ეს ვანგამ საჩუქრად გადმოგცათო. ეს არის ვანგას ნაჩუქარი ლარნაკი. ეს დღეს გამოვიტანე პირველად სახლიდან... გავათავისუფლეს ეს კეთილი ჯინი...“ - ჰყვება გია სულაქველიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42