„ჩინელი ბოსები რასაც მოითხოვდნენ ისიც უნდა გაგეკეთებინა, ამბობდნენ ჩვენ ფული გადავიხადეთ შენშიო“, - ამბობს „ნიუპოსტთან“ პეკინიდან დაბრუნებული 23 წლის მოდელი ქრისთინა კილაძე და სამოდელო სააგენტო TopModels-ის დამფუძნებელს ვერა დოინოვას გოგონების მოტყუებაში სდებს ბრალს.
ქრისთინე კილაძე: „სამოდელო სააგენტო TopModels-ის დამფუძნებელმა ვერა დოინოვამ ოქტომბერში სილამაზის კონკურსი ჩაატარა და მე როგორც გამარჯვებული მოდელი პეკინში კონკურსზე გამიშვა, ისივე თქმით იქ 50 ქვეყნის წარმომადგენელი მოდელი გოგონა დამხვდებოდა.
მაგრამ პეკინში ჩასულს არანაირი კონკურსი არ დამხვდა. კონკურსის ნაცვლად კლუბებში შემომთავაზეს მუშაობა. მითხრეს რომ როგორც მოდელს ისე უნდა მემუშავა, ოღონდ პოდიუმზე გამოსვლის ერთ-ერთი დანიშულება კლუბებში მყოფი მამაკაცების გართობა იყო. პოდიუმზე გამოსულს მამაკაცები გირჩევდნენ, რის შემდეგაც მიდიოდა მათ მაგიდასთან და ართობდი მათ. თან რასაც მოითხოვდნენ ისიც უნდა გაგეკეთებინა, - ამბობდნენ ჩვენ ფული გადავიხადეთ შენშიო.
გერმანული ლუდის ფესტივალი ტარდებოდა და წაგვიყვანეს, როცა ეს სიტუაცია გავიგეთ, უარი ვთქვით და იქედან გაგვაგდეს, ბოლოს ჩინელი გოგონა დაგვეხმარა და იმ სასტუმრომდე მიგვიყვანა, რომელშიც ვიყავით. იმის შემდეგ გარეთ არ გავსულვართ. ნერვიულობისგან ძალიან ცუდად გავხდი, სიცხემ ამიწია ყურადღებას არავინ მაქცევდა. ვერას ვწერდი , მიშველე-მემეთქი მაგრამ აიგნორებდა.
პეკინში დარჩენა 2 თვე მოგვიხდა. ამ ორი თვის განმავლობაში ტყუილებში ვიყავი. ვერას როცა ვუკავშირდებოდი მეუბნებოდა აი ახლა ჩატარდება კონკურსი, აი ახლაო. ხან ვერა მაიმედებდა, ხან ხატია ვერას ახლობელი. ჩემებს ვერ ვეკონტაქტებოდი. მათვე ამიღეს ჩინეთის ნომერი, რომ მხოლოდ ჩინეთში მყოფ ქართველებთან მქონოდა ურთიერთობა.
კლუბიდან ჩინელი ბოსები მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, მე თქვენში ფული მაქვს გადახდილი და უნდა წამომყვეთო.წინააღმდეგობა და აყალ-მაყალი ავტეხეთ რომ ამას ასე არ დავტოვებდით, ამის გამო ფული რომელიც დღიურად უნდა გადაეხადათ ჩვენტვის, არ მოგვცე და საერთოდ უფულოდ დაგვტოვეს. ბოლოს საქართველოდან დაგვეხმარნენ ფინანსურად და ასე დავბრუნდით. ძაიან რთული სიტუაცია გამოვიარე, ვერამ ამაზე პასუხი უნდა აგოს.
მაგრამ იმის ნაცვლად რომ ამიხსნას მდგომარეობა, არ მეხმიანება, უფრო მეტიც მოდელებს ჩემთან ურთიერთობასაც უკრძალავს. შიში აქვს ჩემი. მე გავაფრთხილე და ვუთხარი რომ ამ ამბავს გავასაჯაროებდი, არ მინდა სხვა გოგონებიც ჩავარდნენ ჩემს მდგომარეობაში.
ერთი ჩვენი მეგობარიც იყო იქ, რომელიც ასე მოტყუებით გააგზავნა ვერამ, ისიც ცუდ დღეში აღმოჩნდა. მე უკვე აქ ვიყავი, როცა ვერას დაურეკა და უთხრა წამიყვანეთ აქედანო, მაგრამ ესენი არ აქტიურობდნენ. მაგას კონტრაქტზე ხელი აქვს მოწერილი და ფული უნდა გადაიხადოს, რომ წამოვიდესო. ჩვენ მეგობრებმა დ ა ახლობლებმა შევუგროვეთ აქ 4000 ლარი, გადავურიცხეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს პასპორტი და გამოუშვეს. მანამდე პასპორტს არ აძლევდნენ.
„ნიუპოტი“ ქრისთინესთან საუბრის შემდეგ TopModels-ის დამფუძნებელს ვერა დოინოვას დაუკავშირდა.
-პეკინში იყო გასაგებია, თქვენ რა გაინტერესებთ?
-პრეტენზიები აქვს თქვენს მოდელს, ამბობს, რომ პირობა რომლითაც ჩინთში გაემგზავრა თქვენმა კომპანიამ დაარღვია და კონკურსის სანაცვლოდ კლუბში აღმოჩნდა.
-მე ვერ გაგცემთ ვერანაირ პასუხს ამ შეკითხვაზე, ვინაიდან და რადგანაც მას სხვა კომპანიასთან ჰქონდა შეხება.
-თუმცა, როგორც ეს მოდელი ამბობს თქვენ გაგზავნეთ პეკინში
-ვერ გაგცემთ ვერაფერზე პასუხს სამწუხაროდ
-ეს გოგო ხომ თქვენი მოდელი იყო და თქვენ გააგზავნეთ პეკინში?
-ვერ გაგცემთ პასუხს
-ის თქვენ გადანაშაულებთ, ამბობს რომ თქვენ გაუშვით და პასუხისმგებლობაც თქვენ გეკისრებათ
-მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი ამ დროს... და ვალდებული ვარ ამ ყველაფერზე გავცე პასუხი?..თუ ვალდებული ვარ შესაბამისი ორგანოები მომმართავენ.
მასალის გამოყენების პირობები






