ვინ ასრულებს "ჩემი ცოლის დაქალებში" აუტისტი ბიჭის როლს
ახალგაზრდა ფსიქოლოგს, 26 წლის ზუკა გაბუნიას, რამდენიმე წელია უშუალო შეხება აქვს ისეთ მტკივნეულ პრობლემასთან, როგორიცაა საქართველოში აუტისტი ადამიანების მდგომარეობა და მათდამი დამოკიდებულება. საქმე ისაა, რომ ზურა ნეიროგანვითარების ცენტრში ფსიქოლოგად მუშაობს და აუტისტი ბავშვები მისი მზრუნველობისა და ყურადღების ქვეშ არიან.
ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება და ზუკას სწორედ ასეთი პრობლემის მქონე ადამიანის როლის განსახიერება შესთავაზეს სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში", სადაც ახალგაზრდა ფსიქოლოგმა თავის პერსონაჟში მთელი თავისი გამოცდილება და ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება ჩააქსოვა. აქვე დავამატებთ, რომ ზუკა გაბუნიას მეორე პროფესია მსახიობობაა, ილიას სახელობის უნივერსიტეტის თეატრში თამაშობს.
– ზუკა, მაყურებლისთვის ახალი სახე ხართ. რას აკეთებდით სერიალამდე?
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. გამოყენებით ფსიქოლოგიაზე ვსწავლობდი. შესაძლებლობა მომეცა, რომ მეორადი პროფესიაც მქონოდა, ამიტომ თეატრალური ავირჩიე. ორივე ფაკულტეტი ილიაუნში დავამთავრე. 6 წელია, რაც ფსიქოლოგად ვმუშაობ. 2 წლის წინ ნეიროგანვითარების ცენტრში ბავშვებთან ქცევით თერაპევტად დავიწყე მუშაობა. მანამდე წმინდა გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრში ვიყავი. უმეტესად აუტისტ ბავშვებთან მიწევს ყოფნა, თუმცა ქცევითი დარღვევებითაც მოჰყავთ ბავშვები.
– ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რაც დიდ სულიერ ძალებს მოითხოვს. ბევრი ახალგაზრდა თავს აარიდებდა ამ სფეროში მუშაობას. თქვენ არ გიჭირთ?
– თითოეულ ბავშვთან სხვადასხვა სირთულე არსებობს. მუშაობისას დიდი ნებისყოფა გჭირდება. კარგი ნერვების პატრონი უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი გადახარშო, აიტანო და იმ ადამიანს რეალურად დაეხმარო. პირველ რიგში კი, ის საქმე უნდა იცოდე, რასაც აკეთებ.
თავიდან, როცა მუშაობა დავიწყე, ეს ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ყველაფერს მძიმედ აღვიქვამდი, მერე ნელ–ნელა მივეჩვიე. ჩემთვის, ურთიერთობის თვალსაზრისით, არანაირი განსხვავება არ არის ნორმალური განვითარების მქონე ბავშვსა და აუტისტ ბავშვს შორის. ორივესთან ერთნაირი ურთიერთობა, ერთი და იგივე დამოკიდებულება მაქვს.
– ამ ბავშვებთან ყოველდღიურად დიდ დროს ატარებთ?
– დღეში 5–6 საათს თუ დიდ დროს ეძახით, მაშინ – კი. შაბათ–კვირას მათთან დაახლოებით 2–3 საათი ვარ.
– რატომ აირჩიეთ ეს საქმე?
– პირველ რიგში, ძალიან მაინტერესებდა და, გარდა ამისა, ბავშვები ძალიან მიყვარს. ზოგჯერ რაღაცეები დინებას მიჰყვება, ჩვეულებრივად ხდება და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ვსწავლობდი, სპეციალური კურსები, ტრენინგები გავიარე და მუშაობა დავიწყე. სულ ამ სფეროსთან მქონდა შეხება თეორიულადაც და პრაქტიკულადაც. ჩემი სტუდენტობის დროს ილიას უნივერსიტეტში გაიხსნა ცენტრი, სადაც ამზადებდნენ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ ამ ბავშვებთან იმუშავებდნენ. მსურველებს შორის ერთადერთი "მამრი" მე ვიყავი.
– დამთხვევაა თუ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" სწორედ ამის გამო შეგარჩიეს აუტისტის როლზე?
– დამირეკეს და მივედი. მგონი, იცოდნენ, რომ არსებობდა ადამიანი, რომელსაც აუტისტ ბავშვებთან ჰქონდა შეხება, მათთან მუშაობდა და ამავე დროს სპექტაკლებშიც თამაშობდა. როცა იქ მივედი, ბევრი ვისაუბრეთ, მითხრეს, ჩემგან რა უნდოდათ, მე რა მინდოდა, ისიც ვუთხარი და ასე გამოვიდა ყველაფერი.
– ძნელია აუტისტის თამაში? თქვენთვის ხომ ეს სხვა ემოციებს უკავშირდება.
– შესრულების მხრივ, მართლაც ძალიან რთულია და არ ვიცი, ეს როგორ მოვახერხე. ჩემს პერსონაჟს, ირაკლის, ცუდ გარემოში უწევს ყოფნა. ის იმ სიტუაციაში ცოდოა, რადგან აქვს ბევრი უნარი, რომელთა გამომჟღავნების საშუალებასაც არ აძლევენ.
– ამ პრობლემასთან თქვენ პირდაპირი შეხება გაქვთ და ალბათ სხვებზე უკეთ იცით, როგორია ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება აუტისტების მიმართ.
– დიდი პრობლემა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, არის ამ ადამიანების მიუღებლობა. ვიღაცას, რაც უნდა კარგი ტიპი იყოს, მაინც აქვს პრობლემა, მაგალითად, როცა მისი შვილის კლასელი აუტისტია. ამ დროს ყველაზე დიდი პროტესტი აქვთ, რატომ უნდა სწავლობდეს ჩემს შვილთან, რომელიც ნორმალური განვითარების ბავშვია, ვიღაც აუტისტიო. იმ ვიღაცას ისე რომ ჰკითხო, აუტისტზე რას ფიქრობო, ისეთი შეხედულება ექნება, იტყვი, რა კარგი ტიპია, რა კარგად აზროვნებსო. მერე ეს პრობლემა ცხოვრებაში თვითონ რომ ეხება, ცოტა სხვანაირად იქცევა.
აუტისტი ნორმალური განვითარების მქონე ბავშვი ნამდვილად არ არის. ბევრი პრობლემა აქვს. ამიტომ როგორც სხვა მოსწავლე, ისეთი ვერ იქნება, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს სხვა ძალიან ბევრი უნარი და შესაძლებლობაც, რომ აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი იყოს. თუნდაც ის მძიმე აუტისტი იყოს, უფლება აქვს, აკეთოს ის, რაც უნდა. თუ თვითონ ვერ წყვეტს, ის უნდა აკეთოს, რაც მის მშობელს უნდა.
– თქვენი გმირი, ირაკლი, თითქოს შეგნებული ადამიანების გარემოცვაშია, მისი ოჯახის ერთი წევრი ექიმიც არის, მაგრამ მას სათანადოდ მაინც არ ეპყრობიან, იზოლაციაში აქცევენ. რეალურ ცხოვრებაშიც ხვდებით მსგავს პრობლემებს?
– რა თქმა უნდა. ცემის, ძალადობის ფაქტებიც ყოფილა. მსგავსი მოპყრობის შემდეგ ჩვენ, ფსიქოლოგები, ვინც ამ ბავშვებთან ვმუშაობთ, შედეგს ვერ ვაღწევთ.
როცა მათ გამო ვინმეს რცხვენია, ეს აუტისტზე ცუდად მოქმედებს. როგორც ჩემი გმირის შემთხვევაში ხედავთ, მას ამის გამო თითქმის სახლში უწევს ყოფნა. ადამიანებთან კომუნიკაცია არ აქვს, არადა აუტისტების ყველაზე დიდი და მთავარი პრობლემა კომუნიკაციაა. თუ ისე გააკეთებ, რომ მას არავისთან ჰქონდეს ურთიერთობა, საკუთარ თავში მეტად ჩაკეტვის, თავის სამყაროში წასვლის უფლებას აძლევ. თუმცა ისეთ სურათსაც ნუ დავხატავთ, რომ ყველა ასე იქცევა. ფსიქოლოგები იმაზე ვმუშაობთ, რომ მათ რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა, სწორი დამოკიდებულება ჰქონდეთ ადამიანებთან.
– საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აუტისტები ავადმყოფები არიან. ეს სწორი შეხედულებაა?
– დამოკიდებულება, რომ აუტისტი ავადმყოფია, არასწორია. ის ავადმყოფი არ არის, მას აქვს პრობლემა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სწორი დამოკიდებულებით მას პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს. არაფერი უნდა ვაგრძნობინოთ. ის თვითონ იგრძნობს თავს ისე, როგორც საჭიროა. სხვათა შორის, ზედმეტი ყურადღებაც იმავე შედეგს იწვევს, რასაც უყურადღებობა. ასეთ ადამიანებთან ჩვეულებრივი, ადამიანური დამოკიდებულება უნდა გქონდეთ, როგორც მე და თქვენ გვაქვს, ისეთი. მათ განსაკუთრებული მოქცევა არ სჭირდებათ. თუ რამე განსაკუთრებული პრობლემა არსებობს, იქ უკვე სხვა დახმარება და დამოკიდებულებაა საჭირო.
ჩემს გმირს, აუტისტ ირაკლის, უფლებას ართმევენ, სახლიდან გავიდეს. ირაკლის აქვს უნარი, რომ დამოუკიდებლად გავიდეს და, რაც მას უყვარს, ის გააკეთოს. აქ მხოლოდ სირცხვილის პრობლემა არაა, მის დას შიშის მომენტიც აქვს, უფრთხილდება, მარტო რომ წავა, რას იზამსო... ეს ყველამ უნდა გადალახოს, ამ ადამიანებს გარკვეული სახის დამოუკიდებლობა უნდა მისცენ.
– სერიალში ამ როლს ისე ასრულებთ, რომ აშაკარად თქვენი პრაქტიკული გამოცდილება დაგეხმა რათ.
– რა თქმა უნდა, დამეხმარა, რადგან მათთან ერთად დღეში რამდენიმე საათს ვატარებ. ზუსტად ვიცი, როგორ იქცევიან, რას აკეთებენ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს, ერთნაირი პრობლემა ჰქონდეთ. შეიძლება ვიღაცას ხმაური აღიზიანებს, ზოგიერთს, პირიქით ხმამაღლა სჭირდება, რამეს მოუსმინოს და ა.შ.
– შეიძლება ვთქვათ, რომ აუტისტი ბავშვების პრობლემები, ტკივილი გადმოგაქვთ ეკრანზე?
– ალბათ ჩემი ტკივილი და ემოციები უფრო გადმომაქვს, ვიდრე მათი.
– ახალგაზრდა მსახიობისთვის მნიშვნელოვანია ისეთ გამოცდილ მსახიობთან ერთად თამაში, როგორიც ნინო კასრაძეა. როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ თქვენს "უფროს დასთან"?
– ნინო საოცრებაა. ძალიან მაგარია გადასაღებ მოედანზეც და მის მიღმაც. მას მანამდე არ ვიცნობდი. არც ის ვიცოდი, სერიალში ჩემი გმირის და ვინ უნდა ყოფილიყო. როცა მივედი და ნინო კასრაძე დავინახე, ძალიან გამიხარდა.
– თქვენი ოჯახის წევრებზეც გვიამბეთ.
– ძმა და და მყავს. ძმა საქართველოში არ არის, და კი ზუგდიდში ცხოვრობს. წარმოშობით იქიდან ვარ.
– მარტოხელა ხართ, შეყვარებული არ გყავთ?
– ეს რამდენად საინტერესოა, არ ვიცი, მაგრამ თითქმის სულ შეყვარებული ვარ.
წყარო http://sana.ge/
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა