„ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვაა, როცა მთელი ოჯახი ერთად ვართ“, - ამბობს ფეხბურთელის მოდელი მეუღლე და მეუღლესთან ურთიერთობასა და ოჯახზე ეკა ხოფერიას შოუში საუბრობს. ცოლ-ქმარს ეთთმანეთთან თანაცხოვრების 10 წელი აკავშირებს.
სალომე ღვინიაშვილი: „ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის რომ ჩემთვის სამზარეულოში ტრიალი ეს ერთ-ერთი საყვარელი რამ არის, სახლში როცა მოვდივარ და ბავშვები და ზურა მხვდება, მინდა რომ დრო დავუთმო. შესაბამისად როგორც ყველა დიასახლისი სახლში მე ვარ ჩვეულებრივი დიასახლისი. ძალიან მიყვარს როცა ცემს გაკეთებულ კერძებს სხვები მიირთმევენ ხოლმე.
ყოველ საღამოს ასე ერთად ვვახშმობთ და ეს ყველაზე დიდი განტვირთვაა ჩემთვის. ვფიქრობ ყველა ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სითბო, სიყვარული და თბილი ოჯახური გარემო არის.
„როცა მოინდომებს ბევრი კარგი კერძი გამოსდის“ - აქებს მეუღლეს ზურა ხიზანიშვილი და დასძენს - სახლში როდესაც სიმყუდროვეა, როცა მოსვლა გიხარია და როცა სამსახურის შემდეგ არა სხვაგან, არამედ სახლში მორბიხარ, იმიტომ რომ ოჯახი ნახო და მოესიყვარულო, - ეს ნამდვილი ბედნიერებაა“.
მასალის გამოყენების პირობები






