IDFI-ის საგანგებო განცხადება გიორგი კლდიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით
საზოგადოება - 14:25, 17 Dec, 2014     2514

ორგანიზაცია IDFI მათი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, სამართალდამცველებმა კლდიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

„გიორგი კლდიაშვილს კუთვნილი გაფორმებული ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღი (Parabelum 08, 1921 წლის გამოშვება) მოჰქონდა სახლში მაღაზიაში მისი შეკეთების შემდგომ. იარაღი იყო დაშლილ მდგომარეობაში, იდო მანქანის საბარგულში, მჭიდისა და ტყვიების გარეშე, თუმცა გიორგი კლდიაშვილს არ ჰქონდა აღებული ნებართვა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან მისი გადატანის შესახებ. გიორგი კლდიაშვილს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე. 3 საათიანი დაკითხვის შემდგომ გიორგი კლდიაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. “მოდულის“ შენობაში.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გიორგი კლდიაშვილის დაკავებას საფუძვლად დაედო ვარაუდი მისი მიმალვის შესახებ. თუმცა, დაკავების ოქმის მიხედვით დგინდება, რომ გიორგი კლდიაშვილის დაკავება მოხდა მაშინ, როდესაც მან ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და დაიკითხა მოწმის სახით.

გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თენგიზ ხარებავამ ვერ წარმოადგინა რაიმე გარემოება რომელიც დაასაბუთებდა გიორგი კლდიაშვილის მიმალვის საფრთხეს. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გიორგი კლდიაშვილის დაკავებისას მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მოთხოვნების არსებითი დარღვევა, რაც გახდა კიდევაც გიორგი კლდიაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების საფუძველი. გამოძიება გიორგი კლდიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გრძელდება და შემდეგი სასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2015 წლის 17 იანვარს. გამოძიების დასრულებამდე და სასამართლო განაჩენამდე გიორგი კლდიაშვილმა საკუთარი ნებით შეწყვიტა ორგანიზაციის დირექტორის უფლებამოსილება.

IDFI-ის დირექტორის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს სურს გაამახვილოს ყურადღება შემდეგ გარემოებებზე:

1. გიორგი კლდიაშვილის დაკავება მოხდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე, რაც ჩვენი აზრით ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის მოქმედება მიზნად ისახავდა გიორგი კლდიაშვილის დაშინებას და მასზე ზემოქმედებას.

2. გიორგი კლდიაშვილი არის კამპანია „ეს შენ გეხებას“ აქტიური წევრი. დაკითხვის მსვლელობისას ამაზე ირიბად და არაფორმალურად იქნა გაკეთებული მინიშნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან. რაც ასევე შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც ერთ-ერთი მიზეზი გიორგი კლდიაშვილისთვის თავისუფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვისთვის.

3. IDFI-იმ ბოლო პერიოდში გამოქვეყნა რამდენიმე კრიტიკული სტატია საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებების შესახებ. 17 დეკემბერს ჩანიშნულია სასამართლო სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, სადაც ინსტიტუტი ედავება უწყებას საჯარო ინფორმაციის სრულყოფილი სახით მიღებაზე.

ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ერთობლიობა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა თავად გიორგი კლდიაშვილის ქმედება მართლსაწინააღმდეგო ნიშნებს, საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი 2 დღის ვადით დაკავება წარმოადგენს მიზანმიმართულ სადამსჯელო ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრისა და ინსტიტუტის დირექტორის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42