„სად ჯანდაბაში გაქრნენ ის „ინტელექტუალები“... სად არის საზოგადოების აღშფოთება“?
საზოგადოება - 12:16, 17 Dec, 2014     4253

„რა ღირს თქვენი პროტესტი პატივცემულო ქართულო საზოგადოებავ?“ - კითხულობს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შვეიცარიაში მცხოვრები მეცნიერი გიორგი კავკასიძე და საყდრისის თემას შემდეგი სტატუსით ეხმიანება.

გიორგი კავკასიძე: „კარგად მახსოვს, გუდიაშვილის ბაღის რეკონსტრუქციაზე შეიძრა მთელი თბილისი. იყო ერთი ვაი უშველებელი, პერმანენტული აქციები, ინტერვიუები ქართულ თუ უცხოურ პრესაში, საპროტესტო პერფორმანსები (ერთი ქალბატონი ძუძუს რძეს სთავაზობდა ყველა მსურველს). მოკლედ მთელმა მსოფლიომ შეიტყო რომ სისხლისმსმელი სააკაშვილი თბილისის ერთ ბაღს ანგრევდა.

ააფეთქეს საყდრის-ყაჩაღიანის მაღარო - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 3000 წლის წინანდელი საბადო !!!

სად არის პროტესტი? სად არის კარვები, გალიები, რუსთაველზე ღამისთევები, "ჯოს-ჯოს" ძახილი?

სად ჯანდაბაში გაქრნენ ის "ინტელექტუალები" გუდიაშვილის ბაღის გამო სახეს რომ იხოკავდნენ? სად არის პრესკონფერენციები უცხოურ პრესასთან? სად არის საზოგადოების აღშფოთება?

განა რამდენიმე ათეული ენთუზიასტი და 2-3 არასამთავრობო ორგანიზაცია შეაჩერებს საქართველოს ისტორიის ნგრევას?

და ბოლო კითხვა

რა ღირს თქვენი პროტესტი პატივცემულო ქართულო საზოგადოებავ ?

საყდრისის განადგურებამ და არგუმენტად ქართველი მეცნიერების დასკვნებმა კიდევ ერთხელ გამიმტკიცა რწმენა რომ საქართველოში მეცნიერული წოდების მინიჭების სისტემა უნდა გადაიხედოს.

როგორ შეიძლება მეცნიერის, პროფესორის წოდება ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც სტატიები/კვლევის შედეგები არ აქვს გამოქვეყნებული საერთაშორისო პრესაში ე.წ. Peer-Reviewed ჟურნალში?
პოსტსაბჭოთა პერიოდი მაქვს მხედველობაში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42