თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე გვიან ღამით ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი თამარ ფრანგიშვილი ავრცელებს.
„ახლა მინდა ჩემი გულისტკივილი გაგიზიაროთ!ძალიან განერვიულებული ვარ და როგორც იტყვიან, კანში ვერ ვეტევი,სურათები რომლებიც ავტვირთე ღამის 2.15 წუთზეა გადაღებული ხუდადოვის ქუჩაზე,სწორედ მაგ დროს ჩემი სტუმრები გავაცილეთ მე და ჩემმა შვილებმა,ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს ჩემს ხელშივე გაზრდილი მეზობლის ვაჟი,მეგობრებთან ერთად სერანადას უმღეროდა შეყვარებულს,ცოტა ხნის შემდეგ სიმღერსიმღერით აუყვნენ სახლისკენ მიმავალ გზას,მოულოდნელად სამოქალაქო მანქანიდან გადმოხტნენ ჩვენი საამაყო პოლიციელები და ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე მოინდომეს ბიჭების დაკავება,მე და ჩემი შვილიც გავიქეცით მათ დასახმარებლად,მაგრამ ამაოდ,შევეჩეხე პირუტყვთა გროვას,რომელთაც არ სურდათ არავის მოსმენა და არც საქმის გარკვევა,მათთან რომ ვერაფერს გავხდი,ბავშვების დედასთან გავიქეცი,მომეხმარე, შენი შვილები მიყავთ პოლიციაშითქო,ისიც კისრისტეხით გამოიქცა და იცით რა მოხდა?! გამწარებულ დედას პოლიციამ დედის გინება დაუწყო და ხელიც დაარტყა,წარმოიდგინეთ,ამის შემყურე მისი შვილები რა დღეში ჩავარდებოდნენ,მოკლედ,სიტუაცია უმართავი გახდა,პოლიციამ დამხმარე ჯგუფი გამოიძახა,ჩემდა გასაკვირად მათ მომისმინეს,მაგრამ ძაღლი ძაღლისტყავს ხომ არ დაგლეჯდა?!ჩემმა გოგონამ როცა პოლიციას კითხა,ეგ კანონის დარღვევა არ არის ქალს რომ ურტყავთ და დედას აგინებთო?!იცით რა პასუხი მიიღო პოლიციელებისგან?! ქალს არა,მანქანას ვაგინებდითო!დანარჩენი თქვენ განსაჯეთ!
ალბათ პოსტებიდანაც მატყობთ,რომ ვარ ყოვლად აპოლიტიკური ადამიანი,მხოლოდ სიბერეში მთელი ძალ–ღონე არ დავიშურე,არჩევნების დროს ვიყავი მარნეულში,სადაც დიდი რისკფაქტორი იყო,რათა ქართული ოცნებისთვის მხარი დამეჭირა,ახლა კი მრცხვენია ჩემი საქციელის.მრცხვენია ქართველობის,მრცხვენია ამ პოლიციელების დედების მაგიერ,რომელთაც გონიათ,რომ კაცები ყავთ გააზრდილი,მრცხვენია ამ პოლიციელების ოჯახის წევრების მაგიერ,რომელთაც ერგებათ ასეთი შრომით ნაშოვნი ლუკმა–პური.
ვიცი,ვიცი კი არა,დარწმუნებული ვარ ჩემი ხმა დარჩება,როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა,ბევრიც გულში გაიცინებს,ეს მოცლილი ქალი ვინ არისო,მე კი ადგილს ვერ ვპოულობ,გაცოფებული ვარ.
ვინმეს შეუძლია მიპასუხოს:როდის დამთავრდება ეს განუკითხაობა?! ჩემი შვილიშვილი თუ მაიც იცხოვრებს ისეთ ქვეყანაში,სადაც კანონი იკანონებს,სადაც ბოროტება არ იბოგინებს,სადაც სამართალი პურს ჭამს,სადაც მშვიდად დავიძინებ და ვიამაყებ ჩემი პოლიციით?!“.
ნუ განმსჯით,თუ ცოტა აბდაუბდა დავწერე,გულიც მიკანკალებს და ხელებიც ........“, - წერს ფრანგიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






