ღონისძიებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი, დირექტორის მოადგილე გიორგი შათირიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგებლები დაესწრებიან.
სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველა რეგიონულ ცენტრს 10 ახალი, სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილი გადაეცემა. 9 მაღალი და 1 საშუალო გამავლობის მანქანა რეგიონში გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით განაწილდება.
ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 3 მაღალი და 1 საშუალო გამავლობის ახალი მანქანით სრულად შეივსება.ასევე მთლიანად განახლდება ადიგენის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი და იქ 2 მაღალი გამავლობის ავტომობილი გაიგზავნება. განაწილების ამ ეტაპზე, ახალციხის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრს 2 მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაეცემა. ასპინძისა და ახალქალაქის სასწრაფო დახმარების რაიონული ცენტრები კი თითო-თითო მაღალი გამავლობის მანქანით განახლდება. პირველ ეტაპზე, სასწაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი ნინოწმინდის, ახალციხისა და ახალქალაქის რაიონში მაღალი გამავლობის თითო ავტომობილით განახლდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება 29 ოქტომბრიდან დაიწყო. ამ დრომდე, რეგიონებში 104 ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანა განაწილდა.
მასალის გამოყენების პირობები






