ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩატარდა
საზოგადოება - 19:12, 16 Dec, 2014     2868
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, პირველად ქართველმა მედიკოსებმა ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს, რომელსაც ინდოეთის წამყვანი ქირურგი-ტრანსპლანტოლოგი ხელმძღვანელობდა.

ამ თემასთან დაკავშირებით ხვალ 11:00 საათზე ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ბრიფინგი გაიმართება.

როგორც ,,ნიუპოსტს" სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან აცნობეს, ოპერაცია 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 27 წლის ძმამ საკუთარი ღვიძლის ერთი ნაწილი ციროზით დაავადებულ 32წლის დას მისცა. დაავადებული გოგონას გადარჩენის ერთადერთი გზა ღვიძლის გადანერგვა იყო. ექიმების შეფასებით მისი სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა ტრანსპლანტაციის გარეშე მხოლოდ 3–დან 6 თვემდე გასტანდა.

ამ დროისათვის, როგორც დონორის, ისე რეციპიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განხორციელებული რთული ოპერაციის შესაბამისია. პაციენტები უკვე მოხსნილნი არიან ხელოვნური სუნთქვის აპარატებიდან და მათ ერთმანეთთან პირველი გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ. და-ძმის პოსტოპერაციული მართვა სამედიცინო პროტოკოლებითა და საერთაშორისო გაიდლაინების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროექტისთვის მზადება „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ წელიწადნახევრის წინ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ქართველი ექიმები მსოფლიოს იმ ქვეყნებში გადამზადნენ, სადაც ღვიძლის ცოცხალი დონორიდან ტრანსპლანტაციები ყველაზე დიდი რაოდენობით კეთდება. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი აღიჭურვა ყველა იმ საჭირო სამედიცინო ინვენტარით, რომელიც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციისთვის არის საჭირო.

წარმატებით განხორცილებული გადანერგვა ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას მკვეთრად ამცირებს. საქართველოში იმ პაციენტების რიცხვი საგრძნობლად მაღალია ვისაც აღნიშნული ოპერაცია ესაჭიროება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42