მოძრაობა ,,დაბრუნება“: საყდრისის ანტიეროვნულ აქციაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება
საზოგადოება - 18:45, 16 Dec, 2014     1477
საყდრისის ისტორიულ ოქროს მაღაროზე განხორციელებული ვანდალური აფეთქების შესახებ მოძაობა ,,დაბრუნება“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

,,უკიდურესად შეძრულნი ვართ საყდრისის ისტორიული მაღაროს აფეთქებით. ჩვენ საზოგადოებას იმთავითვე ვაფრთხილებდით, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ახალი ,,შულავერელებია“, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთხელ დადასტურდა ქვეყნისადმი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხისადმი დამოკიდებულებულებაში. მაგრამ ერის ასეთ ღია, უტიფარ და თავხედურ გამოწვევას ამ დონის ბარბაროსული მოქმედებით, თვითნებობითა და საზოგადოებრივი აზრის სრული უგულებელყოფით, აქამდე ადგილი არ ჰქონია.

ხელისუფლების ეს ნაბიჯი არაფრით განსხვადება რუსი აგრესორის მოქმედებისაგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ეკლესია-მონასტრების და სხვა კულტურულ-ისტორიული ძეგლების მიმართ, სადაც გულმოდგინედ ცდილობს ყოველგვარი ქართულის წაშლას ასეთივე ვანდალური აქტებით. ამჯერად ჩვენი ისტორიისა და კულტურის ჯალათად საკუთარი ხელისუფლება გვევლინება. ყველასთვის ნათელია, რომ ეს ბრძანება გაცემულია საქართველოს არაფორმალური მმართთველის ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც თავის მხრივ მხოლოდ კრემლს ემორჩილება. მისთვის კანონი, სამართალი, ქვეყნის ინტერესები, მომავალი მხოლოდ მოსახლეობის დასაბრიყვებელი ცნებებია და მთავრობაც უსიტყვოდ ასრულებს მის დანაშაულებრივ ბრძანებებს.

როდესაც საქმეს სასამართლო იხილავს, არც ერთ ორგანოს ან თანამდებობის პირს მისი განხილვის უფლება არა აქვს. სხვა შემთხვევაში აზრს ჰკარგავს სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების განმხორციელებელი ინსტიტუტის როლი და ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში. სახელმწიფოს დემოკრატიული წესრიგის ეს ელემენტარული მოთხოვნა მოცემულ შემთხვევაში სრულიად იგნორირებულია, არაფერი რომ არ ვთქვათ ქვეყნის მოქალაქეთა აზრზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად საყდრისის ისტორიული ძეგლის შენარჩუნების მომხრე იყო და ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენდა მისი პატივისცემა.

საყდრისის ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ აქციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს. ასევე, მის კოალიციაში შემავალ ყველა სუბიექტს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ამჟამად მმართველ გუნდში, რადგან ყველა მათგან საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი ამ ოლიგარქიული, კრემლოიდური ხელისუფლების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში. პასუხიმგებელი ის საზოგადოებაცაა, რომელმაც 2012 წლის არჩევნებში დაშვებული უმძიმესი შეცდომით, გულუბრყვილობით თუ გულგრილობით, ფაქტიურად, მწვანე შუქი აუნთო ქვეყნის მაოხრებლებს.

როგორც ჩანს, მმართველმა რეჟიმმა გადალახა საკუთარი ხალხის რიდის შეგრძნება და თუ საშუალება მივეცით, ზუსტად ასევე აგვიფეთქებს ჩვენი ქვეყნის დასავლურ არჩევანს, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიას და სახელმწიფოებრიობას.

შექმნილ ვითარებაში ყველანი ვალდებული ვართ, დაუყოვნებლივ, ერთაზროვნად და კატეგორიულად მოვთხოვოთ პასუხი მოძალადე ხელისუფლებას საყდრისში ჩადენილი ბოროტმოქმედებისათვის და ყველა არსებული კონსტიტუციური საშუალებებით ქვეყანის სადავეებს ჩამოვაშოროთ ოლიგარქი ივანიშვილი და მისი აღვირახსნილი რუსული მმართველობა", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42