2015 წლის თებერვალში ისრაელში ბიზნეს ფორუმი, „თბილისი-იერუსალიმი“ გაიმართება
საზოგადოება - 17:16, 16 Dec, 2014     1393

თბილისის მერი დავით ნარმანია ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერს იეჰიელ ხილიკ ბარს შეხვდა. შეხვედრას თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი ბერეკაშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის მერის ვიზიტს ისრაელში. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, 2015 წლის თებერვალში ისრაელში დაგეგმილია ბიზნეს ფორუმი, „თბილისი-იერუსალიმი“, რომელსაც ქართველი და ებრაელი ბიზნესმენები დაესწრებიან. ფორუმზე ქართული მხარე პრეზენტაციით წარდგება და ებრაულ მხარეს საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

მხარეებმა ასევე განიხილეს ისრაელ-საქართველოს ურთიერთობები. როგორც ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ისრაელის ქნესეთი დაინტერესებულია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ახალ ეტაპზე გადავიდეს. დავით ნარმანიას განცხადებით, ისრაელ-საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და ამის დასტურია ისიც, რომ ისრაელის ელჩს საქართველოში, იუვალ ფუქსს წლევანდელ თბილისობის დღესასწაულზე საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

ქნესეთის ვიცე-სპიკერთან ერთად ისრაელის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ასევე ისრაელის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ოფირ პინეს-პაზი, ებრაული ლობისტური ორგანიზაციის, JStreet-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში, რახელ ლერნერი, ასევე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე და მსოფლიო ებრაული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრეზიდენტი, ნათან როი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42