„პრაიმტაიმის“ დამფუძნებელს თაკო ფხაკაძეს ქალიშვილი გაუთხოვდა. მარიამი ცოლად ჯემალ ბაღაშვილის შვილიშვილს, სანდრო ხვედელიანს გაჰყვა. წყვილს ჯერ მხოლოდ ნიშნობა ჰქონდა, ქორწილს 7 ივნისს იზეიმებენ.
მარიამისა და სანდროს ურთიერთობა ზღვიდან დაიწყო და უკვე 5 წელს ითვლის. შეყვარებულთათვის არც სიშორეს დაურღვევია რომანტიკული ურთიერთობა. როგორც მარიამის მეგობრისგან ირკვევა, სანდრო, ლონდონში სასწავლებლად მყოფ შეყვარებულს სიურპრიზებით ხშირად ანებივრებდა, - „ერთხელ ისე ჩააკითხა, მარიამმა არ იცოდა, მოულოდნელად ლონდონის ქუჩაში გამოეცხადა“.
ლონდონში მარიამმა რვა წელი ისწავლა. ჯერ სკოლა, მერე ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი -LSE დაამთავრა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ თითქმის ერთი წელი პროკურატურაში მუშაობდა, ამჯერად კი BP მუშაობს.
სანდრო პროფესიით იურისტია, ის თავისუფალი უნივერსიტეტში სწავლობდა.
როგორც ირკვევა სანდრო გოგოს ოჯახში მიღებული სასიძო გახლდათ და სასიდედროსაც ძალიან მოსწონდა. „ნიუპოსტი“ თაკო ფხაკაძეს დაუკავშირდა.
თაკო ფხაკაძე: „ძალიან კარგი ოჯახიშივილია, ძალიან კარგად გაზრდილი ახალგაზრდა და შეაბამისად მომწონს კიდეც. რაც მთავარია ჩემი შვილი არის ბედნიერი და კმაყოფილი, როცა შენი შვილი ბედნიერია რა თქმა უნდა შენც ხარ ბედნიერი“.

მასალის გამოყენების პირობები






