პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი სოლიდარობას უცხადებს 195-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრიდან აცნობეს.
„195-ე სკოლაში განვითარებული მოვლენები კი ცხადყოფენ, რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მასწავლებლები, როდესაც ასეთი უკიდურესი საპროტესტო ფორმა აირჩიეს. ამავდროულად, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ სინამდვილეში სასწვლო პროცესების ხელშეშლის საფუძვლები სწორედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშია. თამარ სანიკიძისა და მისი დამქაშების დაუფარავმა და სახელმწიფო რანგში აყვანილმა ნეპოტიზმმა და ამ გზით დანიშნულმა დირექტორებმა ასეთ სიტუაციამდე მიიყვანეს საგანმანათლებლო დაწესებულებები და არსებობს დიდი საფრთხე, რომ მრავალ საჯარო სკოლაში დაიწყოს მსგავსი უმართავი პროცესები. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს: ბათილად უნდა გამოცხადდეს საჯარო სკოლების დირექტორთა კონკურსის შედეგები და თანამდებობა უნდა დატოვოს ნეპოტიზმის მთავარმა საფუძველმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. მივმართავთ მთავრობას, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები რათა მოხდეს საპროტესტო აქტივობების ლოკალიზაცია“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






