ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს ,,სამხრეთის კარიბჭეზე“ ზეწოლაში ადანაშაულებს
საზოგადოება - 19:48, 14 Dec, 2014     1865
,,ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" შინაგან საქმეთა სამინისტროს ,,სამხრეთის კარიბჭეზე“ ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამის საფუძველს რეგიონული გამოცემის გარშემო განვითარებული მოვლენები იძლევა.

,,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 11 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც სამართალდამცველებს გამოცემა ,,სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვდა.

განვითარებული მოვლენები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ “სამხრეთის კარიბჭის” სარედაქციო დამოუკიდებლობაში უშუალოდ შსს-ს თანამშრომლები ერევიან. ქარტიის საბჭო ფლობს ინფორმაციას გამოცემის ჟურნალისტის მიმართ ბოლო 2 დღის განმავლობაში განხორციელებული მუქარისა და შანტაჟის შესახებ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მოუწოდებს შსს-ს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს პროკურატურას, უსწრაფესად გამოიძიონ “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტებზე მიმდინარე ზეწოლის ფაქტები. შსს-ს მხრიდან უნდა შეწყდეს გამოცემის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობები და სრულად უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება.

ამ პროცესში მონაწილე პირებს შევახსენებთ, რომ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლა, ე.ი. მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით.

ქარტიის საბჭო სრულ სოლიდარობას უცხადებს გაზეთ “სამხრეთის კარიბჭეს” და მოუწოდებს მედიასაშუალებებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ “სამხრეთის კარიბჭის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს“, - ნათქვამია ,,ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42