,,დოკუმენტების საფუძველზე, სრულად იქნა შესრულებული კანონის პირველი დანაწესი, რომელიც ობიექტის სრულ შესწავლას მოითხოვს დაშლის წინაპირობად’’- განაცხადა კბილაშვილმა. მისი განმარტებით, ეს განსაზღვრულია კანონის მე-13 მუხლით, რომლის მუხლის თანახმად, უძრავი არქეოლოგიური ობიექტის აღება- დაშლა შესაძლებელია კულტურის სამინისტროსთან ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით, თუკი ობიექტი სრულად არის გათხრილი, შესწავლილი და არ არსებობს საკმარისი საფუძველი ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად.
კბილაშვილის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისმა სექციამ იმსჯელა ყველა არსებული დოკუმენტური მასალების საფუძველზე ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების შესახებ და საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მოეხსნათ.
,,ობიექტის მნიშვნელოვანი ნაწილი შესწავლილი და გათხრილი იყო სრულად. ეს ქართულ-გერმანული ექსპედიციის ანგარიშებით დასტურდებოდა, ასევე დასტურდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით. ხოლო, რაც შეეხება ობიექტის სხვა ნაწლს, მისი არქეოლოგიური შესწავლა შეუძლებელი გახლდათ და ასევე შეუთავსებელი იყო ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, რასაც ადასტურებს, როგორც ქართველი გეოლოგების, ასევე უცხოელი ექსპერტ-გეოლოგების მიერ გაცემული საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, სრულად იქნა შესრულებული კანონის პირველი დანაწესი, რომელიც ობიექტის სრულ შესწავლას მოითხოვს დაშლის წინაპირობად. მეორე საკითხი, რასაც კანონი ადგენს იმაში მდგომარეობს, რომ ობიექტის სრულად შესწავლის გარდა არ უნდა არსებობდეს საკმარისი საფუძველი მისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. საქართველოში არსებობს ორი ორგანო, ვისაც შეუძლია, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების შესახებ. ერთი, ეს არის კულტურის მინისტრთან არსებული საბჭო, მეორე ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული შესაბამისი სექცია. მოცემულ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისმა სექციამ იმსჯელა ყველა არსებული ფაქტის და დოკუმენტური მასალების საფუძველზე ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების შესახებ. ჩემთვის ცნობილია ის, რომ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ’’, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






