ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
საზოგადოება - 15:03, 14 Dec, 2014     1586
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა ანაკლიაში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.

მშენებელმა კომპანიამ, რომელმაც პროექტის განხორციელების უფლება აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა, 100%-ით შეასრულა სახმელეთო სამუშაოები. ამჟამად, ტეტრაპოდების ზღვაში ჩალაგების პროცესი მიმდინარეობს. უკვე დაწყებულია მეორე ფაზის მოსამზადებელი სამუშაოებიც.

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტს ორ ეტაპად ახორციელებს და ჯამში, 4100 მეტრი სიგრძის სანაპირო ზოლის გამაგრებას ითვალისწინებს. დაგეგმილია 3 კილომეტრი სიგრძისა და 60 მეტრი სიგანის სანაპირო ზოლის მოწყობა. მშენებლობა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ანაკლიის ნაპირსამაგრ სამუშაოებზე დასაქმებულთა 80% ადგილობრივი მცხოვრებია.

დღესვე, გიორგი ამაშუკელმა პროექტის ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ნაპირგამაგრების როგორც მიმდინარე, ისე - დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს. საზედამხედველო სამუშაოებს კორეული კომპანია ახორციელებს, რომელიც, ასევე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ საერთაშორისო ტენდერით იქნა გამოვლენილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42