,,ცინიზმის კლასიკა... ამხანაგებო, თქვენ გაიმარჯვეთ!!! - კოჟორიძე არ ემ ჯის და კულტურის სამინისტროს
საზოგადოება - 13:06, 14 Dec, 2014     1390
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე საყდრისის ნგრევის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება. ,,ცინიზმის კლასიკა...“ - ასე უწოდებს კოჟორიძე არ ემ ჯი-ს ,,ფრთიან ფრაზებს“, ხოლო უფრო დიდ ცინზმს კი იმ ფაქტს, რომ საყდრისის ნგრევის შემდეგ ამ სამინისტროს კვლავ კულტურის სამინისტრო რომ ერქმევა.

"საყდრისი!!!

ახლა საქართველოში არ ვარ და მინდა მოკლედ ვთქვა საყდრისში განვითარებულ ამბებზე ჩემი პირადი პოზიცია.მივმართავ კომპანია არემჯის, კულტურის სამინისტროს და ხელისუფლების იმ უწყებებს და პირებს ვინც პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია საყდრისის ნგრევის საქმეში. ამხანაგებო, გილოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ!!! მაგრამ მე ერთი რამე ვერ გავიგე: ბოდიში მომითხოვია და თუ გინდოდათ, რომ ფეხებზე დაგეკიდებინათ საქართველოს კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებები, უცხოელი თუ ქართველი მეცნიერების მოსაზრებები, კვლევები, რატომ დაკარგეთ ძვირფასი დრო და საყდრისი აქამდე რატომ არ დაანგრიეთ?! დრო ხომ ფულია?!საქართველოში შვეიცარიის ელჩი გამახსენდა, ბატონი გიუნტერი... რა თემაზეც არ უნდა მქონოდა მასთან შეხვედრა, პირველი კითხვა ყოველთვის იყო: რა ხდება საყდრისში. მახსოვს როგორ გაუხარდა, როცა ვუთხარი, რომ სასამართლოს მეშვეობით ნგრევა შევაჩერეთ. იგივეს ვიტყვი ევროკავშირის კულტურის ატაშეზე. გულდასაწყვეტია, რომ ზოგჯერ ჩვენს მეგობარ ევროპელებს ჩვენზე მეტად შესტკივათ გული ქართულ საქმეზე. თუმცა, საყდრისი მხოლოდ ქართული საქმე არ იყო...

ცინიზმის კლასიკაა, არემჯის განცხადების ფრთიანი ფრაზები, რომ ვითომ საყდრისის ნგრევთ არემჯიმ ,,მთლიანად სახელმწიფოს აარიდა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები და სოციალური აფეთქების საშიშროება“.

კულტურის სამინისტრო... კულტურის!!! არემჯის განცხადებაზე უფრო მეტად ცინიკური ის არის, რომ საყდრისის ნგრევის შემდეგ ამ სამინისტროს კვლავ კულტურის სამინისტრო ერქმევა (მომიტევონ აქ დასაქმებულმა ადამიანებმა, ვისაც საყდრისის ნგრევის საქმეში წვლილი არ შეუტანიათ. თუმცა, ვფიქრობ, მათაც უნდა ჰქონდეთ პროტესტი ამ ყველაფერზე).

მინდა, მადლობა ვუთხრა იმ საოცარ ადამიანებს, ვინც დღემდე (თითქმის 1 წელია) სიცივეში, სიცხეში, წვიმაში, ტურების კივილში ღამეებს ათენებდნენ კარვებში საყდრისთან. წარმომიდგენია რა მდგომარეობაში არიან ახლა ისინი... ცუდია, რომ ასეთები ცოტანი არიან. ცხადია, ვითომ კულტურის სამინისტროს, არემჯის, სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებებს დამსახურებას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ, ალბათ, საყდრისი ყველაზე მეტად საზოგადოების არასათანადო აქტიურობამ დაანგრია..."-წერს კოჟრიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42