თბილისის ქუჩებში შესაძლოა ,,საჰაერო ტრამვაი“ ვიხილოთ. თუმცა ამ პროექტის შესახებ დღემდე არაფერი თქმულა დედაქალაქის მერიაში, თუმცა თავად კომპანია Sky Way თავის რუსულენოვან გვერდზე წერს, რომ პროექტი განხილვის სტადიაშია და ,,საჰაერო ტრასპორტი“ იქნება გამოსავალი საცობებით გადატვირთული დედაქალაქისთვის.
როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიამ საქართველოში მათი პარტნიორებისგან შეიტყო, რომ თბილისის მერია მუშაობს ქალაქის ძირითადი სატრანსპორტო არტერიების განტვირთვასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ტურისტებს ქალაქის ძველ ნაწილში კომფორტული და თანამედრობე ტრანსპორტით გადაადგილებას. პრობლემა თბილისში სატრანსპორტო საცობებით არის განპირობებული. Sky way-ს კომპანის გვერდზე ხაზგასმულია, რომ თბილისი სპეციფიური ლანდშავფით და ქალაქის სტრუქტურით გამოირჩევა, მათ შორის ჩამოთვლილია, მთიანი რელიეფი, დედაქალაქის სტატუსი, რომელიც ტურისტებსა და ჩამომსველებს ძრითადად აქ იზიდავს, ავტმობილების დიდი რაოდენობა და ა.შ.
კომპანიის ოფიციალურ გევრდზე აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის პროექტი განხილვის სტადიაშია. საბოლოო გადაწყვეტილება კი უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.
კომპანია უკვე წარმოადგინა ,,საჰაერო ტრამვაის“ მაკეტი, რომელშიც გარდა საჰაერო ტრასპორტისა, რეკრეაციული ზონის განვითარებაც შედის.
ქართული მხარის პოზიცია კი ჯერ-ჯერობით უცნობია.




მასალის გამოყენების პირობები






