ემზარ კვიციანის ადვოკატის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს კვიციანის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან შიმშილობის აქციას დაიწყებენ.
ალექსანდრე კობაიძის თქმით, ამ გზით ისინი ემზარ კვიციანის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გააპროტესტებენ.
ადვოკატი კვიციანს პოლიტიკურ პატმარს უწოდებს და ამბობს, რომ სასამართლომ განაჩენის გამოტანის დროს ტენდენციურობა გამოავლინა.
კობაიძის ინფორმაციით, შიმშილობის დაწყებას გეგმავს მისი დაცვის ქვეშ მყოფიც.
„უკვე მომზადდა სარჩელი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში 15 დეკემბერს შევა და იმედია სასამართლო მას წარმოებაში მიიღებს. საქმის გადახედვა შესაძლებელია, რადგან ახალი გარემოებებია აღმოჩენილი. ახალი გარემოება არის ერთ-ერთი მოწმე მალხაზ ჭილაძე, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება. ვითხოვთ, რომ ჭილაძე დაკითხონ“, -_ განაცხადა კობაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






