საქართველო ავტომობილების წარმოებას იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:04, 12 Dec, 2014     8116

პარლამენტმა საერთაშორისო შეთანხმების "სატრანსპორტო საშუალებების რეგულირების შესახებ" რატიფიკაცია მოახდინა, რითაც საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, მის ტერიტორიაზე წარმოებული თვლიანი სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები, მისაბმელები, ავტობუსები, მოტოციკლები და სხვა თვითმავალი მანქანები და მექანიზმები და მათი სათადარიგო ნაწილები ავტომატურად იქნეს აღიარებული შეთანხმების წევრი 48 ქვეყნის მიერ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველოში ავტომობილების წარმოება არ ხორციელდება, რამდენიმე კომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი, საქართველოში დაიწყოს აღნიშნული პროდუქციის წარმოება.

„სანამ ამ კომპანიების წინადადებები დამუშავდება, მანამდე თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან. თავად შეთანხმებაზე გეტყვით ორიოდ სიტყვას, ძირითადი არსი ამ შეთანხმების არის შემდეგი: შეიძლება სურვილი მიერთებისა აქამდეც კი იყო გამოთქმული, მაგრამ მანქანების აქ აწყობისა და მათი სათადარიგო ნაწილების საქართველოში გადმოტანის საშუალება არ გვქონდა, რადგანაც ეს რომ გააკეთო, ამისთვის ქვეყანას უნდა ჰქონდეს მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი. ჩვენი შეთანხმება ამას უზრუნველყოფს და ეს გზა ჩვენ უკვე გაგვეხსნა. უკვე ორი წელია ამ თემაზე ვმუშაობთ და მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენთან იყვნენ ჩამოსული წარმომადგენლები ჰოლანდიური და ასევე, შვედური კომპანიებიდან, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს ურთიერთობის.ჯერჯერობით მიმდინარეობს ტერიტორიისა და ფართის შერჩევის პროცესი, რადგანაც ამ ქარხნებს საკმაოდ დიდი ტერიტორია დასჭირდებათ. რ გამოვრიცხავ, რომ დიდი დიღომიც იყოს. ჩვენ მიერ ნაწარმოებ მანქანას უნდა მივანიჭოთ გარკვეული კვოტები და საერთაშორისო სტანდარტით იყოს ის აღიარებული და მალე ჩვენ გვექნება ჩვენ მიერ წარმოებული ტრანსპორტი.

ჩვენი მთავარი პირობა ის არის, რომ აქ დასაქმდეს სწორედ ქართველი მუშახელი. თუ ისინი გვეტყვიან, რომ ჩვენ არ გვყავს შესაბამისი მუშახელი და სპეციალისტი, მაშინ ვეუბნებით, რომ თქვენ გადაამზადეთ, ეს თქვენ უზრუნველყავით ან ადგილზე, ან თქვენს ქვეყნებში შეასწავლეთ“- აცხადებს ნათია მიქელაძე.


წყარო "ალია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42