"ნიუპოსტს" ესაუბრა „მწვანე ბუდაპეშტის“ მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი ჯული ქინქლაძე
რას გულისხმობს მწვანე ბუდაპეშტის საშობაო-საახალწლო საჩუქრი?
ჩვენ შევქმენით უნიკალური პირობა „მწვანე ბუდაპეშტში“ ბინის შეძენის მსურველთათვის. ამ აქციის ვადებში მყიდველს აქვს შესაძლებლობა თავად შეადგინოს თავისუფალი გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი. ამ ეტაპზე ვუხსნით პირველადი შენატანის ვალდებულებას და გარკვეულ ფასდაკლებასაც ვთავაზობთ. კლიენტი საკუთარი შესაძლებლობის მიხედვით გადაანაწილებს ბინის ღირებულების 50% -ს 21 თვის განმავლობაში, ანუ ისარგებლებს საკუთარი განვადების გრაფიკით მშენებლობის დასრულებამდე. დარჩენილ 50% -ს კი დაფარავს 2016 წლის სექტემბერში, ანუ ბინის ჩაბარების შემდგომ. რა თქმა უნდა, 21 თვის განმავლობაში შეუძლია უფრო მეტი პროცენტიც შემოიტანოს, მთავარია, ბოლოს შემოსატანი თანხა არ აღემატებოდეს ღირებულების 50%-ს.
რა ვადებშია შესაძლებელი საახალწლო საჩუქრით სარგებლობა?
აქცია უკვე ძალაშია და გაგრძელდება მთელი შობა - ახალი წლის პერიოდში. ეს პერიოდი კი მოგეხსენებათ საქართველოში საკმაოდ ხანგრძლივია.
საკუთარი გრაფიკის შედგენის შემთხვევაში რა სახის ფასდაკლება იგულისხმება?
ფასდაკლება დამოკიდებულია შეტანილი თანხების რაოდენობაზე. რაც უფრო მეტი იქნება ინდივიდუალური გრაფიკით გადახდილი თანხების რაოდენობა, მით მეტი იქნება ფასდაკლების პროცენტული მაჩვენებლები.

მასალის გამოყენების პირობები






