"მამაკაცმა 112-ზე გამოგვიძახა, მომხედეთ, სახლში სადღეგრძელოს არ მალევინებენო"
საზოგადოება - 21:10, 11 Dec, 2014     4537

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკა მამაკაცმა და განაცხადა, რომ ის ოჯახის წევრებისგან განიცდის ძალადობას და ოჯახში სადღეგრძელოს თქმის უფლების მოპოვებას უშედეგოდ ცდილობდა. შეტყობინებისთანავე შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის შემადგენლობა გავიდა, ხოლო ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში დახვდა. ამის შესახებ გორელ სტუდენტებს შსს-ს პოლიციის აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა მოუყვა.

,,დარეკა 112-ზე და ამბობს, რომ მის სახლში არ აძლევენ სადღეგრძელოს თქმის უფლებას; რომ ეჩხუბებიან და სურს, რომ მოიქცეს ისე, როგორც უნდა. ამ ამბავს, რა თქმა უნდა, ახლა ხუმრობით გეუბნებით, მაგრამ საკმაოდ ხშირი შემთხვევებია ოჯახში მამაკაცებზე ძალადობის, თუნდაც შვილისგან ან სხვა მხრიდან. მაგრამ ეს ფაქტები არ ხმაურდება. როდესაც იმ მამაკაცს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს, იქ გარკვეული აღსარებასავით დაწერა, რომ სახლში ხშირად აშავებს, აბრაზებს ოჯახის წევრებს და ერთი სიტყვით არ იქცევა კარგად." - უთხრა ნოდარ სააკაშვილმა სტუდენტებს.

2014 წლის 11 დეკემბერს ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირების მიზნით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გორის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გაიმართა.


წყარო: qartli.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42