თბილისის ზოოპარკში ლომის ბოკვერის სასწაულებრივად გადარჩენის ისტორია
საზოგადოება - 19:23, 11 Dec, 2014     3661

„თბილისის ზოოპარკის“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ლომის ბოკვერის ისტორიაზე წერენ.

"პატარა უფლისწული 1 წლის წინ 10 დეკემბერს დაიბადა.

ვეფხვთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, მისთვის დაბადების დღის მილოცვის სასიამოვნო პროცესი დღეისთვის გადმოიტანეს.

ზოოპარკში მისი 1 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შუმბას სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ პატარა ამბავს იხსენებენ.

„ზუსტად 1 წლის და 1 დღის წინ, 10 დეკემბერს, ჩვენი შუმბა მოევლინა ქვეყანას. პატარა უფლისწულის დღეობა გუშინ იყო, მაგრამ ვეფხვთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, მისთვის დაბადების დღის მილოცვის სასიამოვნო პროცესი დღეისთვის გადმოვიტანეთ.

ჩვენი გვერდის ძველ მეგობრებს სავარაუდოდ ემახსოვრებათ, თუმცა ალბათ ბევრმა არ იცის, როგორ მოვიდა ეს თეთრი ლომის ბოკვერი დღემდე, რა გზა გამოიარა და რატომ ცხოვრობს ახლა ძაღლთან ერთად; ამიტომ გვინდა, მისი 1 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პატარა ამბავი მოგიყვეთ შუმბას სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ. პატარა კი არა, საკმაოდ გრძელი და დრამატული ისტორია გამოვიდა საბოლოოდ, მაგრამ იმედია წაიკითხავთ. ახლა თუ არა, მოგვიანებით მაინც, როცა მოიცლით

ფილმები რომ იწყება, ისე დავიწყოთ ჩვენც: წარმოიდგინეთ ღამე, სიცივე და სიბნელე...

ზუსტად ასეთი გარემო იყო, თეთრი ლომი შუმბა და მისი 3 და-ძმა რომ გაჩნდა. ძალიან ცივი დეკემბერი იდგა, საშინლად ყინავდა. ეს პატარები პირველი ნაშიერები იყვნენ მათი დედის, კლეოპატრასთვის, ამიტომ გამოუცდელ დედას შვილების მოვლა გაუჭირდა. ჭკუის დამრიგებელიც არავინ ჰყავდა ახლო-მახლო. 4 ახალშობილიდან მხოლოდ 1, შუმბა გალოკა და გაათბო, დანარჩენები კი უყურადღებოდ მიატოვა. ახალდაბადებულებს თერმორეგულაცია არ აქვთ მოწესრიგებული, ამიტომ დედის სითბო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დროის დაკარგვა არ შეიძლებოდა. პატარების გადასარჩენად, მათი ვოლიერიდან გამოყვანა გახდა აუცილებელი. საბრალო ქუნქულები სულ გაყინულიყვნენ და თითქმის აღარ სუნთქავდნენ. მდგომარეობა უიმედო იყო, მაგრამ ზოოპარკის თანამშრომლები იმედს არ კარგავდნენ. ხელოვნური სუნთქვა, მასაჟი გასათბობად, ისევ სუნთქვა, ისევ მასაჟი... დიდი ხნის წვალების შემდეგ პატარები ოდნავ მოყოჩაღდნენ და მათი გადარჩენის იმედიც გაჩნდა. გამთენიისას გაირკვა, რომ დედას მასთან დარჩენილი 1 ბოკვერიც უყურადღებოდ მიეტოვებინა. სასწრაფოდ გამოიყვანეს ისიც. ბრძოლა მის გადასარჩენად რამდენიმე საათს გაგრძელდა. სულ გათოშილი იყო, ციცქნა თათებს უკვე ვეღარ ამოძრავდებდა. უზელდნენ მუცელს, კიდურებს... რომ არაფერი ეშველა, ბოლოს ჩვენმა ძიძამ ტანზე მიიხუტა პატარა, საკუთარი სხეულის სითბოთი რომ გაეთბო...

პირველი დამქანცველი დღეები და უძილო ღამეები ყველასთვის ძალიან რთული და დაძაბული აღმოჩნდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ბოკვრებს ეჭამათ. ამ დროს თითოეულ გრამს ჰქონდა მნიშვნელობა. პატარები ყველაფერს არ მიირთმევდნენ, ამიტომ სხვადასხვაგვარ, განსხვავებული შემადგენლობის ნარევებს უმზადებდნენ და დიდი წვალებით ასმევდნენ საწოვარათი. დასუსტებულ ბოკვრებში ნელ-ნელა სხვადასხვა დაავადებებმა იჩინეს თავი. დიდი წვალებისა და თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, პირველი კრიტიკული თვის განმავლობაში სამივე ბოკვერი დაიღუპა. ახლა მხოლოდ შუმბას უყურებდა ყველა იმედის თვალით.

დეკემბრის მიწურულს მისი მდგომარეობაც დამძიმდა. ინერტული გახდა, საჭმელს აღარ იღებდა, სულ ეძინა და ბოლოს ფეხზეც ვეღარ დგებოდა. სასიკვდილოდ გადადებული შუმბას ბედი ერთ ღამეში გადაწყდა. იმ ღამეს არავის დაუძინია. გათენებამდე უკეთებდნენ გადასხმებს, ვიტამინებს, წამლებს, რას აღარ, მაგრამ ლომის გადარჩენის იმედი უკვე აღარ იყო. და მერე, უცბად, ფილმებში რომაა ისე, დილა რომ გათენდა, შუმბამ თვალი გაახილა. შემდეგ ცოტ-ცოტა ჭამაც დაიწყო. ჭამა კი დაიწყო, მაგრამ საჭმელს ვერ ითვისებდა, არც კუჭის მოქმედება ჰქონდა. ამას კანის პრობლემებიც დაემატა, შემდეგ მონელების... ისევ გადასხმები, ისევ წამლები, მასაჟები... 3 კვირის თავზე ძლივს გამოიღო შედეგი ამდენმა წვალებამ.

ნეეეელ-ნეეეელა, თანდათანობით ბოკვერი გამოცოცხლდა და მოყოჩაღებულმა მალე თამაშზეც დაიწყო ფიქრი. ღამით რბილი სათამაშოებით გარშემორტყმულს ეძინა, დღისით კი იმავე, პლუშის ამხანაგებთან კოტრიალით ირთობდა თავს, მაგრამ მაინც მარტო იყო... რომ არ მოეწყინა, ძიძამ ციცქნა, შავი მეგობარი, მისივე ასაკის პუდელი კარაკულა მოუყვანა. თავიდან შორიდან, ეჭვის თვალით ათვალიერებდნენ ერთმანეთს, თუმცა მალევე გაბედეს გამომცნაურება და მათი ლეგენდარული მეგობრობაც მაშინ დაიწყო. სულ ერთად იყვნენ, ერთად ჭამდნენ, ერთად ეძინათ, ერთად დარბოდნენ და დიდ, საინტერესო სამყაროსაც ერთად შეიმეცნებდნენ.

კრიტიკული 3 თვის ასაკის გადალახვის შემდეგ შუმბა კარანტინის ოთახიდან გარე ვოლიერში გადმოვიდა საცხოვრებლად. რასაკვირველია, ერთგულ კარაკულასთან ერთად. მას შემდეგ ასე არიან. მხიარულად და მეგობრულად ცხოვრობენ. ჭამის დროსაც კი არ ჩხუბობენ. ჯერ-ჯერობით ლომს პუდელი ჯაბნის. დიდ და კეთილ შუმბას მოსვენებას არ აძლევს პატარა და ხვანცალა კარაკულა, დასდევს გულისგამაწვრილებელი წიოკით და ახტება კალიასავით. ისიც უთმენს დიდსულოვნად და მოწყალე ღიმილით აკვირდება მეგობრის მოუსვენარ ცუღლუტს. კარაკულა რომ გამოდის ვოლიერიდან, ტირის შუმბა... ზლუქუნებს ლომურად..

აი ასე იყო ეს ამბავი.

მოკლედ, ის დროა, ყველამ ერთად მივულოცოთ სასწაულებრივად გადარჩენილ შუმბას დაბადების დღე და ხანგრძლივი, ბედნიერი და წვრილშვილით დახუნძლული მომავალი ვუსურვოთ“, - წერენ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42