ხმაური კლინიკა ,,მედალფაში“ - რატომ გახდა საჭირო პოლიციის გამოძახება
საზოგადოება - 15:59, 11 Dec, 2014     3893
ცოტა ხნის წინ ლანჩხუთში, კლინიკა ,,მედალფასთან“ ხალხმრავლობა იყო. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, 6 თვის პატარას ბ.ჩ.-ს გადასარჩენად კლინიკის ექიმები იბრძონდნენ. ხმაურის მთავარი მიზეზი კი დაგვიანებული რეანომობილი გახლდათ.

_ ბათუმში ვიყავი და დამირეკეს, ბავშვი ცუდად არისო. აქ მოუყვანიათ, რეანომობილია გამოძახებული და ამდენ ხანს სად არის? ბათუმიდან ჩამოვედით და ის ვერ მოვიდა?! 3 საათია აქ ვართ და ველოდებით. _ გვითხრა მამაკაცმა, რომელმაც თავი პატარას ახლობლად გაგვაცნო.

როგორც გავიგეთ ხმაურის შემდეგ პოლიცია გამოიძახეს და 2 ადამიანი დაკითხვაზე წაიყვანეს.

,,მეც ვიყავი დაკითხვაზე. მითხრეს დაგიჭერთ თუ არ დამშვიდდებითო. როგორ დავმშვიდდე?! ყურადღებას არავინ გვაქცევს. ჟურნალისტები მოვიდნენ და ნახონ როგორ გვექცევიან. პირველი შვილიშვილია ჩემი. ძალიან ცუდად არის. თუ დროზე არ გადაიყვანეს ბავშვი შესაძლოა დაიღუპოს. ეს ამბავი მამაჩემმა რომ გაიგო ცუდად გახდა და ისიც საავადმყოფოში წევს ახლა“, _ თვალცრემლიანი გვიყვება ბატონი თამაზ ჯავახიძე, პატარას ბაბუა.

,,დაკითხვა ნორმის ფარგლებში ჩატარდა. მუქარა და რამე ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ რის გამო? ყურადღებას რომ არ გვაქცევნდენ და ხმაური ავტეხეთ ამიტომ? _ გვიყვება ერთი ახალგაზრდა, რომელიც ვინაობას არ ასახელებს.

,,მე ბავშვის მამიდა ვარ, ბავშვს ღუპავენ. ყურადღებას არავინ აქცევს. 4 საათის წინ გამოიძახეს რეანომობილი, რომელიც ჯერ არ მოსულა. ეტყობა სანამ ყვირილი და ხმაური არ ავტეხეთ, მანამდე თავი არ შეიწუხეს. პოლიციით დაგვემუქრნენ. ეს არის სამართალი?! 6 თვის ბავშვი შესაძლოა დაიღუპოს და ესენი პოლიციით გვემუქრებიან.

ამასობაში კლინიკასთან რეანომობილი გამოჩნდა და ბავშვი ბათუმში გადაიყვანეს.

ჩვენ, კლინიკის მიმღებში ექიმებთან ვეცადეთ გაგვერკვია რა მოხდა. მათ კლინიკის მენეჯერთან ნესტან სურგულაძესთან გადაგვამისამართეს, რომელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ქალაქგარეთ გასვენებაში იმყოფება და ჩვენს კითხვებზე პასუხს მოგვიანებით გასცემს.



თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42