უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტი დავით ნარმანიას დახმარებას სთხოვს
საზოგადოება - 12:27, 11 Dec, 2014     6125

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი ირინა მოსეშვილი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება, ქალაქ მოდენის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობის კურს გადის, თბილისის მერს დავით ნარმანიას დახმარებას თხოვს.

„ქუთაისი თუდეი“ ირინა მოსეშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

როგორც ის წერს, მისი მეუღლეც ავად არის, გადაადგილება არ შეუძლია, თბილისში შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ქირის ფულს ვერ იხდის და მათ ამ დღეებში გამოსახლება ემუქრებათ.

„7 წელია გადახვეწილი ვარ იტალიაში ოჯახის სარჩენად! მყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და ავადმყოფი მეუღლე, რომელიც მძიმე სამუშაოს გამო დაინვალიდდა. მათ გამო თავდაუზოგავად ვშრომობდი, მეუღლის გამოჯანმრთელებისთვის ვზრუნავდი, რომ ოჯახს საკვები და თავზე ჭერი ჰქონოდა! მაგრამ მუდმივმა ჯაფამ და ნოსტალგიამ არც მე დამინდო! ჯერ საქართველოში ოჯახის სანახავად ჩასულს ინსულტი მომივიდა, რომელიც თურმე უკვე მეორედ, სოციალ-პარალიზებული მქონდა ხელ-ფეხი. ექიმები არ მირჩევდნენ, მაგრამ მაინც ერთ თვეში იტალიაში იმის გამო წავედი,რომ სამსახური არ დამეკარგა და თან ოჯახის ერთადერთი მარჩენალი არ მინდოდა გამოვცლოდი ოჯახს! სამ კვირაში მესამედ დამარტყა ინსულტმა! ახლა ვწევარ იტალიაში, მოდენის საავადმყოფოში.

ვერ იგებენ ექიმები, საიდან მოდის ეს გახშირებული ინსულტები! არ ვიცი რა მიწერია ხვალ! მიყვარხართ ყველა, ვისაც შეგიძლიათ დახმარება, განსკუთრებით ჟურნალისტებს-მე ხომ თქვენი კოლეგა ვიყავი, იქნებ მიაწვდინოთ ჩემი ხმა ჩვენს მთავრობას! დაეხმარეთ, იქნებ გადამირჩინოთ ჩემი პატარები ქუჩაში გაყრისგან! 13 წელია ქირით ვართ! გეფიცებით, უკვე იმდენჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, არ მიღირს ჩემი სიცოცხლე ჩემი ოჯახის გარეშე არაფრად! გეხვეწებით დაეხმარეთ ჩემს პატარებს! მე არ ვიცი ხვალ რა მიწერია!,“-წერს ირინა მოსეშვილი.


წყარო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42