რა განსხვავებაა სიძვასა და მრუშობის ცოდვას შორის
საზოგადოება - 10:26, 11 Dec, 2014     10569
– რა განსხვავებაა სიძვასა და მრუშობის ცოდვას შორის და რა სასჯელი იყო ადრე ამ ცოდვათა ჩადენისათვის?
ადამიანის რეპროდუქციული უნარი, რომ თავისი მსგავსი შვას, შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სიამოვნების წყაროდ. ეს კი უკვე იწვევს იმას, რასაც ჩვენ, ქრისტიანები, სიძვის ცოდვას ვუწოდებთ.
ღმერთმა ადამიანს მისცა კურთხევა აღორძინებისა და გამრავლებისა. თუ სულიერი აღორძინება არ არსებობს და გამრავლებას მხოლოდ ფიზიოლოგიური სიამოვნებისთვის იყენებ, ცხადია, ამით ღვთის კურთხევა ირღვევა.
– მრუშობა სიძვის კერძო გამოვლინებაა უფრო დამძიმებული ფორმით. სიძვა ღალატია ღმერთის, მრუშობის ცოდვა კი ღმერთთან ერთად ადამიანურ სიბრტყეში ღალატსაც გულისხმობს. მრუშობისას შენც ზიანდები და იმასაც აზიანებ, ვისაც ღალატობ.
ძველ აღთქმაში ფიზიკურად ისჯებოდა, ქვით იქოლებოდა არამარტო მრუში ქალი, არამედ კაციც. ორივეს გამოათრევდნენ და ქოლავდნენ ყოველგვარი შებრალების გარეშე. ახალ აღთქმაში კი ფიზიკური მოკვდინება გადმოსულია სულიერ მოკვდინებაში, ანუ ეკლესია არ გაძლევს უფალთან ერთობის საშუალებას. ადამიანი სიძვისთვის 7 წლით ისჯებოდა უზიარებლობით, მრუშობისთვის კი – 14 წლით. დღეს რომ ადამიანი ეკლესიაში არ მოუშვა, საერთოდ აღარ დაუბრუნდება უფლის სახლს. იმ დროს კი ეკლესიიდან განკვეთა საზოგადოებიდან მოცილებასაც გულისხმობდა. ეს კანონები არსებობს იმისათვის, რათა გვახსოვდეს, რაოდენ მძიმეა ეს ცოდვა.
– სიძვა ბევრისთვის მხოლოდ ქალის მიერ ამ ცოდვის ჩადენასთან ასოცირდება, მამაკაცებისთვის ის ცოდვად არ ითვლება. რამდენად სწორია ასეთი მიდგომა?
– პავლე მოციქული ამბობს: "ღვთის წინაშე არ არს მამაკაცობა და დედაკაცობა". რა თქმა უნდა, ორივეს თავისი ფუნქცია აქვს ამ ცხოვრებაში, მაგრამ ღვთის წინაშე ორივე თანაბარია. მრუში ქალი და მრუში კაცი არ განიყოფა. როცა ადამიანები უარს ამბობენ თავშეკავებაზე, აქ ასეთი ნიუანსია, თუ მე ღმერთთან არ ვარ, რატომ უნდა შევიკავო თავი, ხოლო თუ ღმერთი არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების წესს იცვლი და არ იცხოვრებ უღმერთოს მსგავსად.
– მიეტევება თუ არა ქრისტიანს ამ ცოდვის ჩადენა და როგორ შეიძლება მისგან თავის დაღწევა?
– სინანულის შემთხვევაში ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება. ამ ცოდვისგან თავის დაღწევა შესაძლებელია. ღმერთი უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების მიზანი, რადგან უკვდავი ხარ და უფლის წინაშე წარდგები. ღმერთთან ურთიერთობა ხომ მარადიულ სიხარულსა და ბედნიერებას გაძლევს, ცოდვა კი ორივეს გაკარგვინებს. ეკლესია არასოდეს ძალადობს და თითს არავის უქნევს, ჩვენ თავად ვაკეთებთ არჩევანს.


წყარო http://sana.ge/




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42