,,შურისძიება გადავწყვიტე... ეს იყო ყველაზე დიდი სისულელე, რაც ოდესმე ჩამიდენია“
საზოგადოება - 23:41, 10 Dec, 2014     2137
,,დაახლოებით ერთი წლის წინ ინტერნეტით გავიცანი ბიჭი, რომელთანაც ხშირი კონტაქტი მქონდა. საბოლოოდ კი ძალიან შემიყვარდა. ის მხიარული და საყვარელი იყო. ვხვდებოდი კიდეც და როცა ერთად ვიყავით, სულ მაცინებდა და კარგ ხასიათზე მაყენებდა. ძალიან შევეჩვიე, მაგრამ არდადეგები რომ დაიწყო, მე ბაბუასთან ერთად რაიონში წავედი. ბოლო დღეს დასამშვიდობებლად რომ მივედი, სიცილით მითხრა, აღარ გაგახსენდები, იქ სხვა ბიჭს გაიცნობ და შეგიყვარდებაო. დავამშვიდე, ნუ ნერვიულობ, ასე არ მოხდება–მეთქი. პირობა მივეცი, რომ სხვისკენ არ გავიხედავდი.

რაიონში რომ ჩავედი, იმავე საღამოს დიდხანს ვილაპარაკეთ ტელეფონით, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა. მეზობლის დაბადების დღე იყო და მთხოვა, დავხმარებოდი. მეც უარი არ მითქვამს... მთელი დღე ვერ მოვიცალე, რომ მიმეწერა, ხან რას ვაკეთებდი, ხან რას. იმ საღამოს გაბრაზებულმა მომწერა, მე რომ არ მოგწერო, არც კი გახსოვარო და ვიჩხუბეთ. მითხრა, ახლა ისეთ ადგილას ვისვენებ, ტელეფონი არ იჭერს და ვერ მოგწერო. ამაზე საერთოდ გავგიჟდი. მშვენივრადაც იჭერდა, მაგრამ არ უნდოდა და არ მომწერა.

ისე გავიდა რამდენიმე კვირა, რომ არ დამეკონტაქტა. ამასობაში კი იქ ერთმა ბიჭმა სიყვარული ამიხსნა. თავიდან ვუთხარი, რომ დრო მჭირდებოდა მოსაფიქრებლად, სინამდვილეში საფიქრალი არც არაფერი მქონდა, უბრალოდ, შემეცოდა და ვერ ვუთხარი, რომ სხვა მიყვარდა. ველოდებოდი, შეყვარებული როდის დამირეკავდა, მაგრამ ის არ მეკონტაქტებოდა. არც ჩემს ზარებს და მესიჯებს პასუხობდა. ბოლოს ძალიან გავბრაზდი და შურისძიება გადავწყვიტე. სოფლელ ბიჭს ვუთხარი, რომ მეც მიყვარდა.

ეს იყო ყველაზე დიდი სისულელე, რაც ოდესმე ჩამიდენია. ამიტომ ყველას გირჩევთ, ცხელ გულზე არასდროს მიიღოთ გადაწყვეტილება. ჩემს საქციელს ძალიან ვნანობ. ახლაც ერთად ვართ, მაგრამ მის მიმართ არაფერს ვგრძნობ, მხოლოდ მეცოდება, ასე რომ მოვექეცი. ის ძალიან თბილი და მოსიყვარულეა და ჩემგან ასეთ რამეს არ იმსახურებდა...

ამ ამბების მერე ის ვაჟბატონი ისევ შემეხმიანა და მითხრა, მიყვარხარო. ვეჩხუბე, აქამდე როგორ არ გაგახსენდი, მთელი სამი თვე სადღაც გაქრი და ახლა სიყვარულს როგორ მიხსნი–მეთქი. მან კი მოკლედ მითხრა, ჩემო პატარა, ვერ მოვახერხეო. ვერ წარმოიდგენთ, რა დღეში ჩავვარდი. ვუთხარი, მე უკვე შეყვარებული მყავს და ჩვენ შორის ყველაფერი მორჩა–მეთქი. შენ პირობა დაარღვიეო, მითხრა და ისევ გაუჩინარდა. მეგონა, ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ერთ დღეს კიდევ გამოჩნდა და მითხრა, რომ ჩემი გულისთვის იბრძოლებს და საბოლოოდ მაინც მასთან ვიქნები“.

წყარო: sana.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42