„გაბრიელ გეგენავას, ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის ელჩობათა მასალები“ - მე-17 საუკინის აფხაზეთის რეალობა
საზოგადოება - 21:03, 10 Dec, 2014     1853
პრეზენტაცია-განხილვის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

წიგნის „გაბრიელ გეგენავას, ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის ელჩობათა მასალების“ შესახებ საფუძვლიანი მოხსენებები წარმოადგინეს პროფესორებმა მურმან პაპაშვილმა და ბეჟან ხორავამ. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ისტორიკოსებმა, პროფესორებმა - მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), ლია ახალაძემ, ოთარ ჟორდანიამ, ზურაბ პაპასკირმა, აგრეთვე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა.

თითოეულმა გამომსვლელმა წიგნის გამოცემაში მისი შემდგენელისა და რედაქტორის, პროფესორის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ჯემალ გამახარიას განსაკუთრებულ ღვაწლს გაუსვა ხაზი, რადგან „გაბრიელ გეგენავას, ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის ელჩობათა მასალებს”, როგორც დამატებით ისტორიულ წყაროს, დიდი მნიშვნელობა აქვს სიმართლის დასადგენად. ეს მასალები, რომლებსაც ადრე ჯეროვანი ყურადღება არ ექცეოდა აფხაზეთის ეთნოპოლიტიკური და საეკლესიო ისტორიის შესწავლისას, თვალნათლივ წარმოაჩენს მე-17 საუკუნის აფხაზეთის რეალობას. რუსული ელჩობის მასალები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ აფხაზეთი იმ პერიოდშიც ქართველებით დასახლებული საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. დღეს კი, აღნიშნული მასალების სრული იგნორირებით, რუსეთის მმართველები თავიანთი უკანონო ქმედებების გამართლებას იმაზე აპელირებით ცდილობენ, თითქოს აფხაზეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს შემადგენელი, ქართველებით დასახლებული ნაწილი.

„გაბრიელ გეგენავას, ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის ელჩობათა მასალებს” დართული აქვს ჯემალ გამახარიას ვრცელი წყაროთმცოდნეობითი სამეცნიერო გამოკვლევა-ანალიზი ქართულ-რუსულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც განხილვაში მონაწილეთა განმარტებით, მეცნიერის სკურპულოზური, იუველირის სიზუსტით შესრულებული მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული ისტორიოგრაფიისათვის. მასალებს თან ერთვის აგრეთვე სამეცნიერო კომენტარები, ძველრუსული-რუსულ-ქართული ლექსიკონი, საძიებლები და 1636-1640 წლების კალენდარი.

წიგნს აქვს სამეცნიერო, სასწავლო, საგანმანათლებლო დანიშნულება და განსაკუთრებული ინტერესის საგანია მათთვის, ვინც რუსულ-ქართული ურთიერთობების, დასავლეთ საქართველოს, კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისა და აფხაზეთის ისტორიის კვლევით არის დაკავებული. ამავე დროს ნაშრომს აქვს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა.

პრეზენტაცია-განხილვის დასასრულს ბატონმა ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს, გამომსვლელებს და დამსწრე საზოგადოებას წიგნის მაღალი შეფასებისათვის, გამოთქმული შენიშვნებისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42